კახა კალაძე:  ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია

access_time2019-11-04 17:19:04

თბილისის მერი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა. კახა კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონების გაძლიერების, ტურიზმისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.


სწორედ მსგავსი პროექტების პარალელურად იზრდება ტურისტული მიმართულება და უამრავი ადამიანი სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს. თბილისი არის ტურისტული ცენტრი და მსგავსი პროექტების განხორციელება არის უდიდესი საქმე. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით,-აღნიშნა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა ასევე უპასუხა მედიის შეკითხვას, მთაწმინდის ფერდის გამწვანებასთან დაკავშირებით. კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.



თბილისში დღეს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამხმარ და დაავადებულ ხეებთან, განსაკუთრებით ფიჭვებთან დაკავშირებით. მერიამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებული ფიჭვების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუმცა, პრობლემა მასშტაბურია. სამწუხაროდ, დაავადება, რომელიც ხეებს აქვს, გადამდებია და ჯანსაღი ხეებისთვის დამაზიანებელი. როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები და მათი ჩანაცვლება. მთაწმინდა-კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით. ასევე წყნეთის ფერდობზე გვაქვს პრობლემა, სადაც ფიჭვების დიდი ნაწილი გამხმარია. შესაბამისად, მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსებით განახორციელoს გამწვანების პროექტი, რაშიც, დაახლოებით, 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს. ჩვენ ბიზნესს არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულობისკენ, თანადგომისკენ, რადგან ეს საერთო პრობლემაა და მხოლოდ დედაქალაქის მერიის პრობლემა არ არის. ანუ, ეს იქნება ივანიშვილის პირადი ხარჯი, დაახლოებით 15 მლნ ლარის პროექტი განხორციელდება ახალი ხეების დასარგავად. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და გალამაზდება მთაწმინდის ფერდი, რომელიც, გარკვეულწილად, დაავადებული ხეების გამო, პრობლემურ მდგომარეობაშია,_განაცხადა კახა კალაძემ.


„კომერსანტი“





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები

ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანია და მათი მფლობელები
access_time2021-06-14 15:30:31
„კავკასიის ავტოიმპორტი“, „ბეთლაივი“, „ავიატორი“, „სოკარ ჯორჯია გაზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომელთაც 2021 წლის I კვარტალში ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდათ.   „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე ტოპ-10 კომპანიის შესახებ:   შპს კავკასიის ავტოიმპორტი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up