კახა კალაძე - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გადაწყვეტილება, რომელიც მათი მხრიდან იყო მიღებული, სულ მცირე, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს

კახა კალაძე - უკრაინა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და გადაწყვეტილება, რომელიც მათი მხრიდან იყო მიღებული, სულ მცირე, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს

access_time2020-05-25 20:55:17

ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს სულ მცირე, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ისეთი ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი.

 

„ყველა თავმოყვარე ქვეყანა მოიქცეოდა ზუსტად ისე, როგორც მოიქცა საქართველო. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა და გადაწყვეტილება, რომელიც მათი მხრიდან იყო მიღებული, კონკრეტული ადამიანის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, მაღალი თანამდებობაა, თუ რაღაც მოგონილი თანამდებობა, ადამიანის, რომელსაც სამივე ინსტანციის მიერ მისჯილი აქვს და არის დამნაშავე, მინიმუმ, უხერხულობას უნდა უქმნიდეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისთვის არსებობს.   სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია. უწყებაში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

 

ოფიციალურმა თბილისმა თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის მას შემდეგ გამოიწვია, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

 

პირველი არხი





ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი

ამერიკამ საქართველოს ხელისუფლებას ყვითელი შუქი აუნთო - გია ხუხაშვილი
access_time2020-07-07 12:30:56
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტიმულირების პოლიტიკიდან იძულების პოლიტიკაზე გადადის“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც 2021 წელს საქართველოსთვის დახმარების სახით მისაღები თანხის 15 პროცენტის გაყინვას გულისხმობს. დოკუმენტის მიხედვით, შესაძლოა დაახლოებით 20 მლნ დოლარის გაცემა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში...

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები

ამერიკის კონგრესი ითხოვს საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები
access_time2020-07-07 11:35:54
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...


მსგავსი სიახლეები

up