თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით, ის ღონისძიებები გააცნო, რაც დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ტარდება. მერის შეფასებით, კორონავირუსი ის უხილავი მტერია, რომლის დამარცხებაც წესების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში, - შესაძლებელია.
„ეს ბრძოლა არ დასრულებულა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად გავუმკლავდეთ ამ მდოგომარეობიდან. ამ განსაცდელმა დაგვანახა, რამხელა ძალა აქვს ჩვენს ერთობას. დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სოციალურად დაუცველი ადამიანებისკენ, მოხუცებისკენ, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისკენ“ - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მიმართვისას, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა მერიის სხვადასხვა სამსახურებს, „წითელ ჯვარსა“ და მოხალისეებს.
Imedinews