კახა კალაძე - თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდება, კეთილი ინებობ, დაამატონ

კახა კალაძე - თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდება, კეთილი ინებობ, დაამატონ

access_time2018-03-26 13:58:25

როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, რეგულაციების დაწესებისას, მაშინვე იწყება საუბარი, რომ ამის განხორციელება შეუძლებელია, ასე ჩვენ ვერ განვვითარდებით, - ამის შეახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს სადისტრიბუციო მანქანებისთვის რეგულაციების შესაძლო დაწესების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელზეც მერიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. 



კალაძის თქმით, თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ღამის საათებში მუშაობისთვის ხალხის დამატება სჭირდება, დაამატონ, რადგან ეს რეგულაცია ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია. 



"ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პრობლემებზე. რომ არის საცობები, არის ეკოლოგიური პრობლემა და შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია. როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება, ვთვლი, რომ პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ჩვენ ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება რეგულაციების განხორციელება, რომელიც ჩვენ მიერ არის წარმოდგენილი. ანალოგიური გავაკეთეთ ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებაში. კონკრეტული ქუჩებია მითითებული, სადაც ისინი ვალდებულები არიან მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ. ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით. მათ აქვთ ვალდებულება ღამის საათებში გაიტანონ ნარჩენები. იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით. არა მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებობ, დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე, ადამიანების კომფორტზე. საცობები და შეფერხებები რომ ავიცილოთ, ეს რეგულაცია ერთ-ერთი კომპონენტია", - განაცხადა კალაძემ.



წყარო : ipn.ge



რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up