კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ აქვს

კახა კალაძე: თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ აქვს

access_time2019-11-13 14:05:46

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

 

„ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრ არასწორ ინფორმაციას ვისმენდით. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, არსებული სიტუაცია ძირეულად შეესწავლა და პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო მერიის მუნიციპალური ინსპექციის, გარემოს დაცვის ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. მთლიანად თბილისის ზღვის ირგვლივ არსებული პერიმეტრის შემოწმების სამუშაოები დაიწყო. გამოვლინდა რამდენიმე წერტილი. საქმე გვქონდა, როგორც იურიდიული პირების მხრიდან, ასევე, კერძო დასახლებებიდან გამომდინარე უკანონო ჩადინებებთან, თუმცა მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საუბარი არ არის სასმელ წყალზე, რადგან მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. ამას აკეთებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელსაც წყლის ხარისხიანად მოწოდების ვალდებულება აქვს. შემიძლია 100%-ით, დანამდვილებით გითხრათ, რომ სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ.


 

მისივე თქმით, თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთების რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაში წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინება, არასწორია.

 

„ზოგადად, თბილისის ზღვაზე გამოიკვეთა გარკვეული არასწორი დაერთებები. მაგალითად, ივერთუბნის დასახლებაში, სადაც დაახლოებით, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლების წინ, დედაქალაქის მერიამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო. დღეს კი ვაწყდებით ბევრ შემთხვევას, რომ მოხდა უკანონო ჭრები და შემდეგ, ამ სანიაღვრე ქსელზე წყალარინების ქსელის პირდაპირი დაერთებები. ეს  ყველაფერი თბილისის ზღვის ახლოს მდებარე პატარა ტბაში ჩაედინება. ნალექიან ამინდში კი გარკვეულწილად, თბილისის ზღვაში გადაედინება. ეს სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, საუბარი იყო, რომ თითქოს, წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში. ეს არასწორი ინფორმაციაა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფმა“ ზღვაში გადაყრილი აზბესტის მილების ნარჩენები აღმოაჩინა და ტერიტორია დაასუფთავა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up