კახა კალაძე: თბილისში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

კახა კალაძე: თბილისში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

access_time2017-09-22 18:48:58

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

 

ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის ეკოლოგიური პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა და ამ მიმართულებით, თბილისში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

„დედაქალაქში დაახლოებით, 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებსგანსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ასევე,დაეთმობა 12-ვე დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

 


„მჯერა, რომ ოთხი წლის თავზე, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ ქალაქში რადიკალურად განსხვავებული ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნას“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა მმართველი გუნდის ამოცანების პირველი ნაწილია.

 

„ყველაზე მტკივნეული ჰაერის დაბინძურებაა. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი გრუნტია, რომელიც ჩვენს დედაქალაქშიმწვანე საფარით კარგად არ არის დაფარული. ასევე, ტრანსპორტის გამონაბოლქვი და მშენებლობები. ვფიქრობთ, რომ ის ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, მათ შორის, მშენებლობის სტანდარტების გამკაცრებისა და ქალაქგანვითარებაში სხვადასხვა ეკოლოგიური საკითხების, როგორც გამჭოლი ხაზის შეტანით, იქნება გადამწყვეტი გზა, რომელის ეტაპობრივად შეგვაქმნევინებს ისეთ დედაქალაქს, რომელიც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

 

 

 



აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...

სილქფესტი მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ულიმიტო პირობით შესთავაზებს

 სილქფესტი მომხმარებლებს  სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ულიმიტო პირობით შესთავაზებს
access_time2021-03-04 14:55:58
5 მარტს სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ  30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო სასაუბრო და  ინტერნეტ პაკეტები, კომბინაციით *202#: • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + 5 GB ინტერნეტი 18 ლარად - პაკეტი ვრცელდება ადგილობრივ ზარებზე*. • ულიმიტო სასაუბრო პაკეტს + ულიმიტო...

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში  მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდება
access_time2021-03-04 18:30:00
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა. „პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა...

,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - დაწესებულებების ნაწილი, რომელიც უკვე დაიხურა

,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - დაწესებულებების ნაწილი, რომელიც უკვე დაიხურა
access_time2021-03-04 18:00:31
გახსნის შემდეგ, რესტორნები ერთმანეთის მიყოლებით იხურება. ,,რესტორნების 50% უბრალოდ აღარ არსებობს“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ  საუბრისას განაცხადა.   ბურჯანაძის თქმით, ქსელური რესტორნების ის ნაწილი კი, რომლებიც გაიხსნა, მხოლოდ 40%-ით ფუნქციონირებს. ფილიალები კი გააუქმეს.   ,,სანამ კოვიდ პანდემია დაიწყებოდა, ბაზარზე 10 000-მდე ობიექტი იყო. ამაში შედის - რესტორნები, კაფე-ბარები, საკონდიტროები და ა.შ. ჩვენი...

ანაკლიის კონსორციუმის იურისტი: ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის

ანაკლიის კონსორციუმის იურისტი: ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის
access_time2021-03-04 15:00:17
„ნამდვილად არ მოველით, რომ ახალი ინვესტორის მოძებნის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის,“ - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის უფლებადამცველმა, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა განუცხადა.   ქეთი ქვარცხავას განმარტებით, ანაკლიის პორტი თავისი ნეგატიური წარსულით, როგორც აქტივი არის ტოქსიკური.   „ანაკლიის პორტს, როგორც აქტივს უკვე აქვს თავისი ისტორია. ამ ისტორიის მანძილზე უკვე გამოჩნდა ათეული ეპიზოდი, როდესაც მთავრობამ გამოავლინა ნეგატიური დამოკიდებულება...


მსგავსი სიახლეები

up