კახა კალაძე - თბილისის მერობა ჩემთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიციაა

კახა კალაძე - თბილისის მერობა ჩემთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიციაა

access_time2018-12-25 18:00:26

იოლი არ არის, საკუთარ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა - იყო ამ დიდებული ქალაქის მერი, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.


„ამ დარბაზში დღეს ვართ თავშეყრილი ის ადამიანები, ვისაც ქალაქმა ანდო თავისი ბედი, დაგვაკისრა პასუხისმგებლობა თბილისის აწმყოსა და მომავალზე. თითქმის 3 ათეული წელია, ჩვენ დედაქალაქის დამახინჯების მოწმეები ვართ. პოლიტიკური ინტერესები თუ პირადი ანგარება ხელს უწყობდა წლიდან წლამდე თბილისის დაკარგვას. უმძიმესია დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისის თავზე გადავლილი ქარტეხილების მემკვიდრეობა და ამიტომ დღეს, ჩვენ - ქალაქის მეურვეები, ქალაქის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლები, ვალდებულები ვართ გაერთიანებული ძალებით, ერთმანეთის მხარდამხარ ვიმუშაოთ თბილისის საკეთილდღეოდ, შევქმნათ სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი სავსე ქალაქი. თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, მრავალეთნიკური, მრავალფეროვანი ქალაქია. აქედან გამომდინარე, არ არის იოლი, საკუთარ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის დედაქალაქის, მისი ისტორიის, მისი მომავლის წინაშე და იყო ამ დიდებული ქალაქის მერი.


ჩემთვის პირადად თბილისის მერობა არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიცია. მინდა, რომ ჩვენ ყველა - ვინც დღეს ამ დარბაზში ვიმყოფებით, ვიყოთ ერთსულოვნები და მოტივირებულები, მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, დავუბრუნოთ ხიბლი, კომფორტულობა და თვითმყოფადობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ის მუდამ გრძნობდა პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას და თანადგომას.

„რა თქმა უნდა, ამ საქმეში მუდამ ვგრძნობდი და ვგრძნობ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას და თანადგომას, რაც ყოველ ნაბიჯზე პრაქტიკულ ქმედებებში გამოიხატება საკრებულოს, მთავრობის, პარლამენტის თუ სხვა უწყებების მხრიდან. ეს ცხადია, პირველ რიგში, თბილისელებისადმი გამოხატული უდიდესი მხარდაჭერაა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერებს და თითოეულ წევრს. ამ ერთი წლის მანძილზე მერიის საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად, თითოეული თქვენგანი იყო ჩართული. თქვენ მონაწილეობას იღებდით ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შედგენასა და განხორციელებაში. ზოგი - პროფესიული მიდგომების თუ ცოდნის გაზიარებით, ზოგი - პოლიტიკური მხარდაჭერით, ზოგიც - კრიტიკით, რომელიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, მე ვისურვებდი, ეს კრიტიკა იყოს ობიექტური, მაქსიმალურად საგნობრივი, საქმეზე, ქალაქის და მოქალაქეების საჭიროებებზე, პრობლემების გადაწყვეტაზე და არა პრობლემების შექმნაზე ორიენტირებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საკრებულოს წევრებს და თბილისელებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც, მისი თქმით, მისთვის დიდი მოტივაციაა.


„თქვენ იცით, ჩვენი წინასაარჩევნო სლოგანი იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ და წარმოდგენილი იყო 7 პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც აწუხებდა თბილისს და თბილისელებს. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული ხედვები და გზები. პირველივე წელს, მაღალი პასუხისმგებლობით, ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც მოსახლეობას დავპირდით. ალბათ თითოეული თბილისელისთვის თვალსაჩინოა, რომ 2018 წელი იყო მოვლენებით, პროექტებით, გადაწყვეტილებებით დატვირთული; ჩვენი ერთობლივი მუშაობის წელი, რომელიც ვფიქრობ, ღირსეულად გავიარეთ. ამიტომ პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საკრებულოს წევრებს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე, თითოეულ თბილისელს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა, რომელსაც ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში, გვაძლევს დამატებით სტიმულს, ვემსახუროთ, მეტი ვაკეთოთ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მჯერა, ყველას გვსურს ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო დაცული რისკებისგან, კიდევ უფრო კომფორტული და ეკონომიკურად ძლიერი; ქალაქი, რომელიც ასოცირებული იქნება კეთილდღეობასთან, სიმწვანესთან, სიცოცხლესთან და პროგრესთან, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მრავალსაუკუნოვან ისტორიას; ქალაქი, რომელსაც დაძლეული ექნება ქაოტური განაშენიანება, გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადები, ჰაერის დაბინძურება, მოქალაქეთა სიდუხჭირე და ყველა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ეს არის პირადად ჩემი და ჩვენი საერთო მიზანი, სწორედ ამას ემსახურება იმ 7 პოლიტიკაში გაწერილი ქალაქის განვითარების ჩვენეული ხედვა და ის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩემს თანაგუნდელებთან, თქვენთან და მერიის თითოეულ თანამშრომელთან ერთად ამ ერთი წლის განმავლობაში გავწიეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ განვლილი ერთი წელი მარტივი არ იყო, თუმცა არსებითი ნაბიჯი გადაიდგა თბილისის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.


„თქვენ იცით, ეს არ ყოფილა მარტივი ერთი წელი. ჩვენ წლების მანძილზე დაგროვილ ძალიან მასშტაბურ პრობლემებთან მოგვიწია გამკლავება, თუმცა პირველივე წელს არსებითი ნაბიჯი გადავდგით თბილისის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ცხადია, შეუძლებელია, ამ ერთი წლის განმავლობაში მოაგვარო ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, თუმცა იმ განხორციელებული პროექტებით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ და გავაკეთეთ, ნათელი ხდება, თუ რა გვინდა, როგორი თბილისის გვინდა და საით მივდივართ იმ პროექტებით, რომელიც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


ipn.ge





გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს
access_time2020-02-23 18:00:01
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ...

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი

„ეროვნული ბანკის რეგულაციების გარეშე  მომავალში მოსახლეობის მასობრივ გაკოტრებას  და სისტემურ კოლაფსს მივიღებდით“ - ლაშა ნიკოლაიშვილი
access_time2020-02-23 17:00:10
„საბანკო რეგულაციებმა ადმინისტრირება ბოლო ორი წელია რაც დაიწყო, თუმცა, რეალურად,პროცესს საფუძველი  4-5 წლის წინ ჩაეყარა. იყო ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა,“- ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლაშა ნიკოლაიშვილმა რადიო „კომერსანტის“, გადაცემაში „ეკონომისტის დრო...

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...


მსგავსი სიახლეები

up