კახა კალაძე: თბილისი ყველას ქალაქია და ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ

კახა კალაძე: თბილისი ყველას ქალაქია და ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ

access_time2020-02-05 12:42:36

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების წინააღმდეგ გაერთიანებაა საჭირო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ვანდალიზმის ფაქტები მიუღებელია, რომელიც დედაქალაქში ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზე მრავლად ფიქსირდება.



„სამწუხაროდ, დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს. ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან სამუშაოებში, რომელსაც ვახორციელებთ, დიდი ძალისხმევა იდება, რათა ყველაფერი ლამაზი, მაღალი ხარისხის და მოწესრიგებული იყოს. ვანდალიზმს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ეს ქალაქი ყველასია. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, გვექნება ერთსულოვნება, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. იმ პროექტებით, რომელიც ქალაქში ხორციელდება, ყველამ უნდა ისარგებლოს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“, თუ სხვა პარტიის მხარდამჭერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თბილისის მერმა საზოგადოებას ფოტომასალა წარუდგინა, სადაც ასახულია, თუ როგორ დააზიანეს ჭავჭავაძის გამზირზე ახლადდამონტაჟებული ბოძკინტები.



„ჩვენ ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს და ძალიან კარგი პროექტი გამოდის, სამუშაოების პარალელურად, ტროტუარის მოწესრიგება დავიწყეთ, რომელიც ფილებით მოპირკეთდება. ვიცით, რამხელა პრობლემას წარმოადგენდა ტროტუარის საპარკინგე ზონად გამოყენება. ამ დროს, ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილება ეზღუდებოდათ. შესაბამისად, სპეციალური დგარებით, იგივე ბოძკინტებით ტროტუარის ჩაკეტვა გადავწყვიტეთ, თუმცა ერთ ღამეში, დაახლოებით, 32 დგარი მოჭრეს და გაანადგურეს. ზოგიერთ შემთხვევაში, მანქანით აზიანებდნენ, ზოგ შემთხვევაში კი, მოჭრეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა ასევე, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ განმარტება გააკეთა.



„კონკრეტული პარტიის წევრებს სოციალურ ქსელში გამოტანილი ჰქონდათ ეს ფოტოები და საუბრობდნენ, თუ როგორი უხარისხოა იქ ჩატარებული სამუშაოები. გულდასაწყვეტია ეს მიდგომა. ზოგადად, ეს დგარები ახალია და თანამედროვე მასალისგან არის დამზადებული. ეს არის პოლიმერიული სპეციალური მასალა, რომელიც ასეთი პროექტების განხორციელებისთვის გამოიყენება. მგონია, რომ მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ის რაც ქალაქში კეთდება, ყველასია და რაც პრობლემაა, ამასაც ერთიანად უნდა ვებრძოლოთ. პოლიტიკა ცოტა ხნით გადავდოთ და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რადგან ამ ქალაქში ოჯახებით ვცხოვრობთ და ის, რაც კეთდება, ჩვენი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და მომავლისთვის არის განკუთვნილი. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით გავერთიანდებით და ვანდალიზმის წინააღმდეგ ერთად ვიბრძოლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.








რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up