კახა კალაძე თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების საიუბილეო ბიზნესფორუმს დაესწრო

კახა კალაძე თბილისი-ბრისტოლის დამეგობრების საიუბილეო ბიზნესფორუმს დაესწრო

access_time2018-10-12 12:17:49

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბრისტოლის მერთან, მარვინ რისთან ერთად, „თიბისი ბანკისა“ და ბრისტოლის „სავაჭრო გილდიის“ ორგანიზებით გამართულ ბიზნესფორუმს დაესწრო. როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კონფერენცია თბილისისა და დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის დაძმობილების 30 წლის იუბილეს ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა. ბიზნესფორუმის მიზანი ბრიტანული კომპანიებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნესკლიმატის გაცნობაა.


თბილისის მერმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„მსგავსი ფორუმები ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ბრისტოლი და თბილისი 30 წელია დაძმობილებული ქალაქები არიან. გუშინ, ბრისტოლის მერთან შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანაშრომლობა. ეს სფეროებია ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ღამის ეკონომიკის განვითარება, რაშიც ბრისტოლს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ეკოლოგია წარმოადგენს. 2015 წელს ბრისტოლი ყველაზე მწვანე ქალაქიგახდა. შესაბამისად, ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება და იმ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება, რომელიც ჩვენს ქალაქს შესაძლებლობასმისცემს, ყველაზე სუფთა, მწვანე და მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.


კახა კალაძემ ასევე, დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო დაცულია.



„თუ გადავხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საქართველო ბიზნესგარემოს კუთხით, ლიდერ ქვეყნებს შორისაა. ეს არის გამჭვირვალობა, ბიზნესის დაცულობა. ყველა ის ინვესტიცია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, მნიშვნელოვანია.ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სექტორი განვითარებულია, ბიზნესსა და საბანკო სექტორს შორის ურთიერთობა კი მაღალ დონეზეა აყვანილი. ურთიერთთანამშრომლობით ჩვენ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.


ბრისტოლის მერმა კახა კალაძეს ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის არსებული 30-წლიანი ურთიერთობების ნიშნად, სიმბოლური საჩუქარი - ქალაქის ვალუტა, ბრისტოლის ფუნტი გადასცა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.


ღონისძიებაში თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური, ქართული და ბრიტანული ბიზნესწრეებისა და „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.









გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up