კახა კალაძე - თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა  დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

კახა კალაძე - თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

access_time2021-08-02 23:00:00

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე, გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



კახა კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა.



„მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, თბილისელებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე. ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, გაკეთდა თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერით, მათი გულშემატკივრობით. ასე იყო ყოველთვის - ამ ქალაქზე შეყვარებულმა ადამიანებმა დაწერეს თბილისის დიდი ისტორია, გვაჩვენეს თანასწორობის, ტოლერანტობის, თანაცხოვრების, თბილისელობის მაგალითები და რა თქმა უნდა, ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.



კახა კალაძის თქმით, 2017 წლიდან დღემდე, რაც ის და მისი გუნდი თბილისის ხელისუფლებაში მოვიდა, დედაქალაქში ბევრი რამ არსებითად შეიცვალა.



„2017 წელს, როდესაც მე და ჩემი გუნდი თბილისის ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი ქალაქი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, გვქონდა უამრავი, ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, იქნებოდა ეს სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ურბანული, ინფრასტრუქტურული თუ არაერთი სხვა მიმართულებით.




კარგად მახსოვს ისიც, რომ მოსახლეობაში არსებობდა ნიჰილიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ათწლეულების განმავლობაში ე.წ. ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქის გაკეთილშობილება და უკეთესობისკენ შეცვლა რთული და წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ დღეს ამაყი ვარ, რომ ნელ-ნელა არათუ თბილისის ქუჩებიდან, არამედ ჩვენი ცნობიერებიდანაც კი ქრება მთელი რიგი საკითხების აქტუალობა, რომელთა მოგვარებასაც თბილისელებს ოთხი წლის წინ შევპირდით.



დღეს, თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი, კომფორტული და მოწესრიგებული ქალაქია, სადაც აღმოფხვრილია უკანონო მშენებლობები, გვაქვს თანამედროვე, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კიდევ უფრო წესრიგდება და კიდევ უფრო განვითარდება, სოციალური პროგრამები, რომლებიც მორგებულია თბილისელების საჭიროებებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



მისი თქმით, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ, დედაქალაქში კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება და ამის მოგვარება მხოლოდ კვალიფიციურ გუნდს შეუძლია.



„რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ, რომ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი და ნურავის ექნება ილუზია, რომ ამხელა შრომის გაწევა მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ადამიანის შეუძლია.



მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, არსებული გეგმების რეალობად ქცევა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, თითოეული პოლიტიკის კუთხით წარმატებული გზის გაგრძელება შეუძლებელია კვალიფიციური, ერთგული გუნდის გარეშე.



თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. ამის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ მასშტაბური გეგმების განხორციელებას, რომელსაც ვპირდებით თბილისს და თბილისელებს, ამიტომ, თითოეული ამ ადამიანის როლი თბილისის განვითარებაში და თქვენი მხარდაჭერა წარმოდგენილი კანდიდატებისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისათვის.



ჩვენი მიზნებისა და გეგმების განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ თქვენ გყავდეთ თქვენი ერთგული წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში, ჩვენ კი კვალიფიციური თანაგუნდელი თბილისის ყველა რაიონში, რათა ერთიანი, დაუღალავი შრომით, საჯარო სიკეთე ქალაქის თითოეულ უბანზე, ყველა ადამიანზე გადანაწილდეს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up