კახა კალაძე: ტაქსებზე განთავსებული რეკლამისთვის არავინ ჯარიმდება, თუკი ეს რეკლამა სწორად არის განთავსებული

კახა კალაძე: ტაქსებზე განთავსებული რეკლამისთვის არავინ ჯარიმდება, თუკი ეს რეკლამა სწორად არის განთავსებული

access_time2019-12-11 12:50:39

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები საკუთარ ავტომანქანებზე რეკლამის განთავსების გამო არ ჯარიმდებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის თქმით, საპატრულო პოლიცია ჯარიმას წერს იმ შემთხვევაში, თუკი რეკლამა განთავსებულია ავტომანქანის იმ ნაწილზე, რომელიც რეგულაციაში გაწერილი არ არის ან ტაქსი მთლიანად შეფუთულია სხვადასხვა სახის რეკლამით.



„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპატრულო პოლიციამ დაიწყო დაჯარიმება ტაქსის მძღოლების, რომლებსაც საკუთარ ავტომობილებზე რეკლამა აქვთ განთავსებული. მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო და ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორია ტაქსების ვიზუალური სტანდარტი, რომელიც ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ იქნა შემუშავებული. A კატეგორიის ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის. მას აქვს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, თუმცა გამოყოფილია კონკრეტული ადგილები ავტომობილზე, სადაც უნდა განთავსდეს რეკლამა.




როგორც ხდება ხოლმე, თავიდან ტაქსის მძღოლებს არ სჯეროდათ, ზოგს შეიძლება არ მოსწონდა ან არ ჰქონდა სურვილი, რომ მის ავტომანქანაზე რეკლამა განთავსებულიყო. არადა ვუხსნიდით, რომ ეს მათთვის შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. დღეს რა მივიღეთ? - ქალაქში მოძრაობენ თეთრი ფერის ტაქსები, რომლებზეც ყველგან რეკლამაა გადაკრული. ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და სცდება იმ ვიზუალურ სტანდარტს, რომელიც ჩვენ მიერ იქნა დამტკიცებული. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ სწორად იქნა ჯარიმები გამოწერილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



ამასთან, თბილისის მერმა, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ კიდევ ერთხელ განმარტოს ტაქსის ვიზუალური სტანდარტი და ტაქსის მძღოლებს მიაწოდოს ინფორმაცია, რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან.



„მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააკეთოს განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მივაწოდოთ ტაქსის მძღოლებს ინფორმაცია. ჩვენ მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია ისედაც გვაქვს. ქალაქში გადაადგილდებიან ისეთი ტაქსები, რომლებიც თეთრი ფერისაა, მაგრამ ბამპერი აქვთ სხვა ფერის. ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. მე ვიცი, რომ მათ ამასთან დაკავშირებით sms-ები ყოველდღიურად ეგზავნებათ და თუ არ მოაწესრიგებენ, დაჯარიმდებიან.



კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რეკლამისთვის, რა თქმა უნდა, არავინ დაჯარიმდება, მაგრამ რეკლამის განსათავსებელი ადგილი პირდაპირ გაწერილია იმ რეგულაციებში, რომელიც შემუშავდა. მოცემულია კონკრეტული ადგილები, სადაც თქვენ შეგიძლიათ რეკლამა განათავსოთ და არასწორია ის, რომ ავტომობილი მთლიანად რეკლამებით შეფუთოთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.







რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up