კახა კალაძემ საქართველოში კორონავირუსის ტესტების მარაგის შესახებ ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, მთავარი ის არის, რომ ქვეყანაში PCR ტესტების საკმარისი რაოდენობაა. სწრაფი ტესტების გამოყენებამ კი ევროპის არაერთ ქვეყანაში უზუსტობის გამო ბევრი პრობლემა შექმნა.
„რაც შეეხება კონკრეტულ ტესტებს. ეს არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ევროპულ ბევრ ქვეყანაში შეიქმნა პრობლემები იმიტომ, რომ ძალიან დიდი იყო ცდომილება. ესპანეთში, მაგალითად, კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა, ვერ ავიღებდით ამ პასუხისმგებლობას და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ PCR ტესტები, ოქროს ტესტებს როგორც ეძახიან, ჩვენ გვაქვს ამის მარაგი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ა.შ.“- განაცხადა კალაძემ.