კახა კალაძე სპორტის სასახლესთან განაშენიანების შესახებ: ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს

კახა კალაძე სპორტის სასახლესთან განაშენიანების შესახებ: ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს

access_time2021-02-10 12:20:00

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



თბილისის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის არასწორ ურბანულ განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განაშენიანდეს ქალაქი.



„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მგონი ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოხდეს განაშენიანება. ჩვენ ვხედავთ ურბანულ გენოციდს. მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ არავის მოგვწონს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ როგორც ნებართვის გამცემი, ისე ნებართვის მიმღები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ კონკრეტულ ტერუტორიაზე. არანაირად არ არის განსაზღვრული ურბანულად, თუ როგორ უნდა იყოს დაგეგმარებული გზები, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. ელემენტარულად რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარც გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და კონკრეტული ქუჩები არ იცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერი ე.წ. ბარაკების ადგილას მოეწყობა, რომელთა დემონტაჟი დღეს დაიწყება.



„ტყვარჩელის ქუჩა N5-ში მდებარეობდა ე.წ. ბარაკები. რა თქმა უნდა, მოთხოვნა იყო, რომ მათ ნაცვლად, ისევ საცხოვრებელი კორპუსები აშენებულიყო, რაც ვფიქრობ, ამ კონკრეტული ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიისთვის დამატებითი პრობლემა იქნებოდა. შესაბამისად, მოველაპარაკეთ ამ ოჯახებს და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა. დაახლოებით, 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორია, სადაც ე.წ. ბარაკები იყო განთავსებული, მუნიციპალიტეტს მოაქვს და ვიწყებთ მათ დემონტაჟს. ადგილობრივებს იმის საშუალება მაინც ექნებათ, რომ თავიანთი პატარები ჩამოიყვანონ და სკვერში გაასეირნონ. იქ მცხოვრებთათვის ასეთი პროექტი არ არსებობს, უბრალოდ სკვერი და პარკი არ არსებობს, ტროტუარიც კი არ არის, რომ ადამიანებმა ნორმალურად გაიარონ. ეს კონკრეტული სივრცე გამოყენებული იქნება სკვერის მოსაწყობად, რათა იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაისვენონ და განიტვირთონ. ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე კორპუსები არ და ვერ აშენება“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, აღნიშნულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up