კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

access_time2020-02-17 00:38:43

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც მერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული.



„მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია„სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლებამინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.




მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.



„ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა. ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზეუნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა.გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით,დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო.



„წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათასჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთუფლებამოსილებასდა ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებულიშემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.








საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...

„გუშინწინ გაზი გამითიშეს, მესიჯის წაკითხვა არ ვიცი, წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით“ - მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ

„გუშინწინ გაზი გამითიშეს, მესიჯის წაკითხვა არ ვიცი, წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით“ - მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ
access_time2020-04-04 15:30:22
ანზორ ნონიაშვილი, 79 “გუშინწინ გაზი გამითიშეს. მესიჯის წაკითხვა არ ვიცი. წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით. ავტობუსის ერთი ხუთი გაჩერება გავიარე. ორი პოლიციელი იყო იქ. რატომ გამოხვედიო, გინდა ახლა 3000-ლარიანი ჯარიმა დაგიწეროთო? გაზი გამითიშეს-მეთქი და გადახდა ხომ უნდა?! აბა ვინ გადამიხდის?! მეორედ არ გამოხვიდეო, გამაფრთხილეს, ვეღარ გავდივარ”. 79 წლის ანზორ ნონიაშვილი შვილთან, 43 წლის გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი მშენებლობაზე მუშაობის დროს დაშავდა და სამ წელიწადნახევარია,...

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს

Daily Mail: ჩინეთში ღამურების გაყოდვა და ჭამა განაახლეს
access_time2020-04-04 13:30:22
  კორონავირუსის ეპიდემიის სავარაუდო დასრულების შემდეგ, ჩინელებმა განაახლეს ღამურების ჭამა.   ღამურები ისევე, როგორც მორიელები, და სხვა ეგზოტიკური არსებები, იყიდება ქვეყნის ბაზრობებზე, როგორც ხალხური მედიცინის საშუალებები.   ათასობით ჩინელი გროვდება დიდ ბაზარზე ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გუილინში.  ეს გიგანტური სავაჭრო ობიექტი გამოიყურება ისევე, როგორც კორონავირუსის გავრცელების დაწყებამდე - ჟანგიანი გალიები...

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა

m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა
access_time2020-04-03 17:30:50
m²-მა 1 000 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. m²...


მსგავსი სიახლეები

up