კახა კალაძე - „საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, იმ რეფორმებს, რომლებსაც ბოლო წლებში თქვენთან ერთად ვახორციელებთ“

კახა კალაძე - „საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, იმ რეფორმებს, რომლებსაც ბოლო წლებში თქვენთან ერთად ვახორციელებთ“

access_time2020-10-29 12:03:11

,,ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას და გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.



აქვე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არაერთი წარმატებისა თუ სირთულის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და გვერდში დგომას, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაწყებული ბრძოლის შემდეგ, ქვეყანაში მშვიდობა, დემოკრატია, თავისუფლება დავაბრუნეთ და ადამიანი კვლავაც მთავარ ღირებულად ვაქციეთ.



არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ჰუმანური, პროგრესული და დემოკრატიული ხელისუფლება დამკვიდრდა, -ერთხელ და სამუდამოდ უთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულს, ქაოსსა და ავტორიტარიზმს.



შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს ჩავაბარეთ წარსულს.




მიღწეული წარმატებების პარალელურად, რასაკვირველია, პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს და „ქართული ოცნების" თაოსნობით, ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება უნდა განაგრძოს.



როგორც ქალაქის მერმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ქალაქის მასშტაბით. ყველა გამოსვლის დროს აღვნიშნავ და ახლაც ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული უბნები და რაიონები არ არსებობს. ჩვენ გვაქვს ერთნაირი მიდგომა და დამოკიდებულება ყველა უბანთან, ყველა რაიონთან, ყველა ქუჩასთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე, გამართული ტრანსპორტი და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.



ბოლო წლების განმავლობაში დიდუბესა და ჩუღურეთში განხორციელებულია პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. მინდა გამგეობებს, გამგეობების თითოეულ თანამშრომელს და გამგებლებს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის.



მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და რეფორმა განხორციელდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შენობა, რომელიც ავარიულია და საჭიროებს განახლებას, ჩანაცვლებას; გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს; გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, საგზაო ინფრასტრუქტურა გასაკეთებელია, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებთ.



საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ჩვენს თანმიმდევრულ ნაბიჯებს, იმ რეფორმებს, რომლებსაც ბოლო წლებში თქვენთან ერთად ვახორციელებთ. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ქუჩაში ადამიანებს ვხვდები და არიან იმედიანად, რადგან ხედავენ, რომ დღეს თუ მათ სახლთან რაიმე გასაკეთებელია, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ხვალ-ზეგ აუცილებლად მივალთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა.



ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ, რომ ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში კეთდება ქალაქში, არ იფიქროთ, რომ მარტო თბილისის მერიის თუ კახა კალაძის დამსახურებაა. ეს ასე არ არის. ეს არის თითოეული ჩვენი თანამშრომლის დამსახურება, იმ ძლიერი გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია და ჩვენი ლიდერების, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია ჰქვია. ეს ადამიანები თავისი ქმედებებით, თავისი ყოველდღიური ნაბიჯებით ზურგს გვიმაგრებენ და ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და წელში გამართული“ – განაცხადა კახა კალაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up