კახა კალაძე - საუბარი, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და მერიამ ნებართვა გასცა, სიცრუეა

კახა კალაძე - საუბარი, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და მერიამ ნებართვა გასცა, სიცრუეა

access_time2019-07-20 22:30:15

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული უნდა იყოს სამშენებლო მიმართულებით, ან ავტოსადგომების მოსაწყობად.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დიღმის ტყე-პარკსსაფრთხე არ ემუქრება და მერია იქ მშენებლობებს არ აპირებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელება და გადავწყვიტე, მოსახლეობას ვუთხრა სიმართლე, თუ რა რეალობასთან გვაქვს საქმე და არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. დღეს ამ ტერიტორიაზე არის „კიას“ ცენტრი. რამდენიმე თვის წინ ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელები შემოვიდნენ წინადადებით და მათ არსებული ცენტრის რეაბილიტაციის სურვილი ჰქონდათ და უნდოდათ, რომ განახლებული ავტოტექმომსახურების სადგურის პროექტი განეხორციელებინათ. ჩვენი მოთხოვნა იყო მესაკუთრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ იქნებ ფორმა შეგვეცვალა ამ ყველაფრისთვის და რაიმე სხვა პროექტი განხორციელებულიყო. მივაღწიეთ შეთანხმებას, თავად მეპატრონეებიც დაგვეთანხმნენ, რომ აქ განხორციელდეს სხვა პროექტი, კერძოდ, დასასვენებელი სივრცე, ორანჟერიის სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება ზუსტად იგივე მოცულობით, რაც დღეს აქ არის წარმოდგენილი „კიას“ ცენტრი, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საუბარი, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე დედაქალაქის მერიამ გასცა ნებართვა, არის დიდი ტყუილი.


„დიღმის ტყე-პარკთან მიმართებით ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე იყოს და რაც შეიძლება მეტი ხე-მცენარეები დაირგოს. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება, ხორციელდება პროექტი, რომელიც არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისი სარგებლობის საშუალება. დიღმის ტყე-პარკი გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელ სივრცედ”, – განაცხადა კალაძემ.


1არხი

თეგები:
კალაძე



აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო

აზერბაიჯანმა ახალი მოდელის ავტომობილების წარმოება დაიწყო
access_time2020-08-05 19:20:58
ნახიჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის ავტომობილების ქარხანაში ახალი Naz Lifan L7-ის აწყობა დაიწყო. საინფორმაციო სააგენტო ABC.AZ-ის ინფორმაციით, Naz Lifan L7-ის მარკის ავტომობილები 7 მგზავრს დაიტევს და „მინივენის“ ტიპის ორი მოდიფიკაციით - 1,2 და 1,5 ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება. ამ ეტაპზე მუშაობა 6 მოდელზეა დასრულებული. ქარხანაში აცხადებენ, რომ ავტომობილებს ცენტრალური საკეტისა და სარკის ავტომატური რეგულირების სისტემა ექნებათ. წყარო Abc.azმოამზადა...

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის

„საპარტნიორო ფონდი“ ბორჯომი-ლიკანის სასტუმროს აუქციონზე 30 მლნ დოლარად ყიდის
access_time2020-08-05 16:10:03
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს. „საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. როგორც...

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება

ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება
access_time2020-08-05 12:00:45
ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას განცხადება: „მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. ასევე, მინდა...

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს

აფხაზეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს
access_time2020-08-05 18:30:25
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის სამინისტრო რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. ტურიზმის მინისტრის მოადგილის დათო ქაჯაიას თქმით, უწყების შესაძლებლობები შეზღუდულია. ბევრი რამ თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. საზღვრის გახსნას ათასობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას...

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება

პანდემიის მიუხედავად თბილისში Mcdonalds-ის რესტორნების ქსელი ფართოვდება
access_time2020-08-05 14:00:40
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე Mcdonalds-ის ახალი რესტორანი გაიხსნა. პანდემიის მიუხედავად კომპანია რესტორნების ქსელების გაფართოებასა და განვითარებას არ წყვეტს და სულ მალე დიღმის ტრასაზე, კიდევ ერთ ფილიალს გახსნის. როგორც „კომერსანტს“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა, ახალი და განსხვავებული დიზაინის მქონე „მაკდონალდსის“ რესტორნების ანალოგი წელს ჯერ არსად...


მსგავსი სიახლეები

up