კახა კალაძე: საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას

კახა კალაძე: საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას

access_time2020-10-27 21:42:14

„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური საქმიანობით, კეთდება ამათთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ყველაფერი კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის და გამარჯვებისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბათუმის სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძის თქმით, სტადიონის გახსნის ღონისძიება სხვანაირად იგეგმებოდა, თუმცა პანდემიით გამოწვეულმა მდგომარეობამ ამას ხელი შეუშალა.

„როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ყოფილი ფეხბურთელი, მინდა, შევუერთდე ამ მილოცვებს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში, ასეთი მაგარი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამას დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, ქართველი გულშემატკივარი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც სტადიონი დაანგრიეს. ამ წლების განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ის ოდესმე გაკეთდებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის, რაც გაკეთდა, ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და ეს ყველაფერი მისასალმებელია. მინდა, ბათუმის დინამოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს, ყველას, ვისაც მოუწევს ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაში, წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა პირობა ბათუმელებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას.


ბათუმში საფეხბურთო სტადიონი 2006 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. ბათუმის ბულვარში არსებული სტადიონის დანგრევის შემდეგ, ქალაქში მსგავსი მასშტაბის სტადიონი აღარ აშენებულა. მოედნის არარსებობის გამო, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ ვარჯიშების და შეჯიბრებების ჩატარება ძალიან რთულ პირობებში უწევდა.
ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. პროექტის განხორციელების პერიოდში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების და გახმოვანების სისტემებით აღიჭურვა. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ჩატარებული მატჩების შესაბამისად, სხვადასხვა ფერით განათდება.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა ხორუმის მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები, მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. გარდა სპორტული აქტივობებისა, აქ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც გაიმართება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up