კახა კალაძე - სამარცხვინოა, სირცხვილია მამუკა ხაზარაძის განცხადებები და მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ მას არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია

კახა კალაძე - სამარცხვინოა, სირცხვილია მამუკა ხაზარაძის განცხადებები და მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ მას არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია

access_time2019-10-16 15:02:26

სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით.


კალაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ აღარ იცის თავისი სავარაუდო დანაშაული - ფულის გათეთრება და შეუსრულებელი ვალდებულებები როგორ გადაფაროს.


"ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება და ვიცით, როგორია მიდგომები და დამოკიდებულება - დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ. ეს არის რეალობა. რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით კანონის წინააღმდეგ. დაიწყეს გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?",- განაცხადა კალაძემ.


რაც შეეხება ერთ-ერთ მეწილეს, ილია გავრილოვს, როგორც კალაძე აცხადებს, არანაირი კითხვის ნიშნები მის წარსულ საქმიანობას არ გაუჩენია.ამასთან, კალაძის განცხადებით, როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა.



"განცხადებებს, რასაც ვისმენთ ხაზარაძის მხრიდან, ისიც საოცრებაა. ეს ადამიანი პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა",- განაცხადა კალაძემ.


ამასთან, კალაძე კითხვას სვამს, "თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ როგორ შეიძინა?"


"არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია",- განაცხადა კალაძემ.


ჟურნალისტების კითხვაზე, გრძნობს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით, კალაძე პასუხობს, რომ "არა".


ipn.ge





„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up