კახა კალაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2017-10-05 18:36:16

სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც - ამის შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.

 

„შევხვდით სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს  და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ.



Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1045 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.1450 ლარი ღირს

Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.1045 ლარად ივაჭრება, ბანკებში 1 დოლარი 3.1450 ლარი ღირს
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება

საქართველოში დიდი სავაჭრო ცენტრები და ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება
access_time2020-06-01 10:45:22
დღეიდან, 1 ივნისიდან საქართველოში მუშობის განახლებას შეძლებენ ყველა სახის მაღაზია, დიდი სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები.ყველა ობიექტმა უნდა დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური წესები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. რესტორნებსა და კაფეებში მაგიდებს შორის უნდა იყოს არანალებ 2 მეტრიანი...


მსგავსი სიახლეები

up