კახა კალაძე - „ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები“

კახა კალაძე - „ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები“

access_time2020-10-13 15:09:58

„დღეს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით, სადაც ძალიან მშრომელი, გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. სწორედ თქვენნაირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სწორედ ნინოწმინდაში მაცხოვრებელი, მრავალფეროვანი ხალხის ერთობა აძლიერებს საქართველოს“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნინოწმინდაში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მოვიდა და მაშინვე დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც თითქმის ყველა სფეროში დაგვხვდა. ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეტაპობრივად, ჩვენ შევძელით, რომ სახელმწიფო ხალხის სამსახურში ჩაგვეყენებინა და ყველა უწყება შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზას დადგომოდა.



ჩვენმა გუნდმა კოლოსალური თანხები ჩადო სოფლის მეურნეობაში, ამოქმედდა უამრავი სახელმწიფო პროგრამა, განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან გათავისუფლდა და რაც მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას. ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა ვართ თანასწორები.




გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევებია. არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება. არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი.



დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმ განვითარების გეგმით, იმ საარჩევნო პროგრამით, რომლიც ჩვენ წარვუდგინეთ მოსახლეობას, შევძლებთ არა მხოლოდ ამ რეგიონში, ზოგადად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას.



მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ამ რეგიონს, წარმატებები ვუსურვო ჩვენს საქართველოს.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კახა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up