კახა კალაძე :ქართული ოცნების ერთიანი გუნდი, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი გააჩნია

კახა კალაძე :ქართული ოცნების ერთიანი გუნდი, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი გააჩნია

access_time2020-09-20 18:43:48

"ძალიან მიხარია, რომ დღეს, თერჯოლელების, ერთგული თანამებრძოლების წინაშე ვიმყოფები, ადამიანების, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თავიანთი აქტიური ჩართულობით ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.ასე იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ტერორი და ძალადობა, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე, პირადი კომფორტი გვერდზე გადადეს და ქვეყნის გათავისუფლების საქმეში ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მტრული ძალა ერთად ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ეს მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, როგორც ყველა განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ხდება. ასე არის დღესაც, როდესაც ქვეყანა მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზას ადგას, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა და ჯერ კიდევ სამწუხაროდ არიან ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ქვეყანა ბნელ წარსულში, ძალადობაში დააბრუნონ".  განაცხადა კახა კალაძემ

„ქართული ოცნების ერთიანი გუნდი, არსებულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა და არსებული გამოწვევების გადაჭრის რეალური რესურსი და უნარი გააჩნია.ეს კარგად გამოჩნდა კორონავირუსის პირობებში, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის დროსაც, როდესაც საქართველომ ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებზე უფრო წარმატებით მოახერხა ვირუსის პირველი ტალღასთან გამკლავება და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.ამასთან ერთად, ხელისუფლებამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაეხმარა როგორც ეკონომიკურ სუბიექტებს, ასევე რიგით მოქალაქეებსა და განსაკუთრებით იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებსაც კრიზისის პირობებში სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.  კახა კალაძე

"მე აქ არ დავიწყებ წინა წლებში განხორციელებული პროექტებისა თუ წარმატებული პროგრამების ჩამოთვლას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აბსოლუტურად ყველა სფეროში გვაქვს პროგრესი და წინ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც თითოეულ ოჯახზე უნდა აისახოს და თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნოს.მომდევნო წლებში, ჩვენი მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემები, არსებული გამოწევევები დავძლიოთ და თითოეული ოჯახი უფრო მეტად გავაძლიეროთ.2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობით, ერთიანი ძალიხმევით, აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას."   განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up