კახა კალაძე – „„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება“

კახა კალაძე – „„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება“

access_time2020-10-30 12:04:10

„„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ჩვენმა გუნდმა გაკეთებული საქმეებითა და ყველა წინა არჩევნების შედეგით დაამტკიცა, რომ პოლიტიკურ ველზე არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით უპასუხოს, შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა კახიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„2012 წლიდან ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და რეფორმები განვახორციელეთ. არ შემიძლია, არ შევეხო რამდენიმე თემას: ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო ჯანდაცვის სექტორში, თუმცა განხორციელებული რეფორმებით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომია; უამრავი ოპერაცია იქნა დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან; უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე. ასევე, მინდა გამოვყო ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა ჰქონდათ, დღეს ჯანმრთელები არიან. არ შემიძლია, არ შევეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის არსებული პროგრამები, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა და ეს რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; მნიშვნელოვანია განათლების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, ხაზი მინდა გავუსვა, რომ სამომავლოდ განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს, რომ მათი განათლება ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ. მომდევნო წლებში ეს პროგრამები გაგრძელდება.



მე, როგორც თბილისის მერს, არ შემიძლია არ აღვნიშნო დედაქალაქში განხორციელებული სამუშაოები, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ეს ყველაფერი მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. რომ არა ცენტრალური ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და თანადგომა, შეუძლებელი იქნებოდა ამხელა რესურსების მობილიზება და იმ მასშტაბური პროექტების განხორციელება, რომელსაც ჩვენ ქალაქის ყველა რაიონში, ყველა უბანში ვახორციელებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველგან გავაკეთოთ და მოვაწესრიგოთ ყველაფერი და დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება, რომ ქალაქი უნდა იყოს მოწესრიგებული, გამწვანებული, გამართული ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი, მომდევნო წლების განმავლობაშიც იქნება პრიორიტეტი.



ქართული სახელმწიფო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და იმ საძირკველზე, რასაც 2012 წლის შემდეგ საფუძველი ჩავუყარეთ, ახალი ენერგიით, ახალი ძალებით შევუდგეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებასა და ეკონომიკის, თითოეული ოჯახის გაძლიერებას.




ძლიერი ეკონომიკა, განათლებული და სტაბილური საქართველო არის წინაპირობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ერთიან ევროპულ ოჯახში კუთვნილი, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.



რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად გვჭირდება მომავლის ხედვა და კონკრეტული პროექტების განხორციელება, რასაც ჩვენი საარჩევნო პროგრამა ზუსტად ეხმიანება და პასუხობს. ჯერ კიდევ ბევრი მიმართულებაა გასაძლიერებელი, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია სოციალურად შეჭირვებულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება, თუმცა თუკი თვალს გადაავლებთ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეულ შედეგებს, ნახავთ, რომ ეტაპობრივად ყველა პრობლემის დაძლევა შეგვიძლია.



დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში, რომელიც უკვე კარს მოგვადგა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ რეალურად პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ის ძალა, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების ხედვა, აქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ უპასუხოს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და სწრაფად მოაგვაროს ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. დარწმუნებული ვარ, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ და და ეს არ იქნება რომელიმე კონკრეტული მაჟორიტარის, კონკრეტული პარტიის „ქართული ოცნების" გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს გამარჯვება.



ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up