კახა კალაძე – „ქალაქში, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“

კახა კალაძე – „ქალაქში, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“

access_time2020-05-28 15:00:44

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი გეგმის მიზანი სამშენებლო სექტორის სწრაფი განვითარება და შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობაა.



როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თბილისის მასშტაბით არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებს და კვლავ მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა კუთვნილი საცხოვრებელი ფართები მიიღონ.



„პრემიერმა ვრცლად ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული სექტორის ხელშეწყობა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეტაპობრივად დავიწყეთ მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად შევასრულოთ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები. არ უნდა გავუთამამდეთ არსებულ მდგომარეობას, რადგან საფრთხე მაინც არსებობს. ჩვენ პრემიერის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა დარგს დახმარების გეგმა უკვე წარვუდგინეთ. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის გეგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დეველოპერულ მიმართულებას ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ეს არის დარგი, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს ასაქმებს, დასაქმება კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.




დედაქალაქის მერმა ყურადღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა.



„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს უმნიშვნელოვანეს პროგრამას დაუმთავრებელი შენობების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევიმუშავეთ წესები, რომლის მიხედვითაც, გამარტივდება პროცედურები. ქალაქში, დაახლოებით, 180 დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მოქალაქეებს თანხა აქვთ გადახდილი და წლების განმავლობაში, ბინების მიღებას ელოდებიან. ამის მაგალითი იყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებსაც მაქსიმალურად დავეხმარეთ. აქ უკვე მშენებლობა მიმდინარეობს და ძალიან მალე ეს მოქალაქეები კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ. ასევე, გვყავს „ოლიმპიური ვარსკვლავისა“ და კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები. ჩვენ ყველას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. ჩვენი მიზანია, ეს ოჯახები საკუთარი საცხოვრებელი ფართების გარეშე არ დავტოვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორს ქვეყნის განვითარების საკითხში მნიშვნელობანი როლი აკისრია.



თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს წელს შეიქმნა დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების მიზნით, დაინტერესებულ პირთა განცხადებებს/წინადადებებს შეისწავლის.



დაუმთავრებელ მშენებლობად მიიჩნევა ობიექტი, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის პირველ იანვრამდე. ამასთან, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული. დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up