კახა კალაძე „პროგრესბანკზე“ - ხაზარაძე ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია,რომ ქიშმიშები ამოიღო?!

კახა კალაძე „პროგრესბანკზე“ - ხაზარაძე ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია,რომ ქიშმიშები ამოიღო?!

access_time2019-10-18 11:01:29

ბატონი ხაზარაძე გამოდის და ამბობს, რომ რაღაცები გადავარჩიეო - რა გადაარჩია, რას ნიშნავს - ფუნთუშეულია, ქიშმიშები ამოიღო?! თუ... გაუგებარია, მეცინება ხოლმე. ადამიანს, უბრალოდ, რომ ვუსმენ. დგას და ცდილობს რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „პროგრესბანკსა“ და „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ასევე, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს.


კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას დიდ ტყუილს უწოდებს.


„მე ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა.ყოველ შემთხვევაში, მცდელობა ჰქონდა გამოეყენებინა თავისი ვერშესრულებული ვალდებულებების გადასაფარად და იმ კონკრეტულ ქეისთან მიმართებაში, რასაც პროკურატურა ედავება, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, „პროგრესბანკს“ არანაირი შეხება არ ჰქონია „ფულის გათეთრებასთან“ დაკავშირებით. ვინც ბანკთან მიმართებით ერკვევა და გარკვეული შეხება აქვს, მსოფლიოში ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ბანკს,რომლის პორტფელში არ იყოს მაგალითად, ცუდი კრედიტები, ის კომპანიები, ვინც სესხს ვერ ემსახურება ან პირიქით. არ არსებობს ასეთი რამ. ამიტომ, ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ჩემთვის გაუგებარი იყო. რაც შეეხება ტრანზაქციებს, საუბარი იყო ერთ-ერთ ჰოლდინგზე, BMG ჯგუფზე, რომელმაც დღეს განცხადება გააკეთა და აუცილებლად მიდიან სასამართლოში იმიტომ, რომ იყო ცრუ, არასწორი ინფორმაცია. რაც შეეხება ოფშორებში გადარიცხვებს ამას, ყველა ბანკი, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, აკეთებს გადარიცხვა-გადმორიცხვებს. ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ეს ყველაფერი არ არის კანონდარღვევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისი თქმით, ხაზარაძე ცრუობს და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ არსებობს.


„იტყუება, არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ყოფილა. 2014 წლიდან (ბანკი) გასხვისებული მქონდა. „პროგრესბანკის“ და „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები იყვნენ ვინც ჩართულები იყვნენ ამ გადაფორმების და შესწავლის პროცესში. არანაირი აუდიტი არ ჩატარებულა. ან თუ არის რამე ჩატარებული და ასეთი დოკუმენტი არსებობს, წარმოადგინოს. ახლა ისე, იმ დოკუმენტივით ნუ იზამს, რომ იძახდა, ვიღაცამ გადმომცა დოკუმენტიო. წარმოადგინოს ეს დოკუმენტი და რა თქმა უნდა, ასევე გადასცეს ეროვნულ ბანკს, გავყვეთ თემას“, - განცხადა კალაძემ.


bpn.ge





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:00:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up