კახა კალაძე პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს

კახა კალაძე პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს

access_time2017-10-03 12:41:56

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომისმოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.

 

„მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, - აცხადებს დედაქალაქის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნულიტერიტორიასაინვესტიოციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

 

მისივე თქმით, დაახლოებით, ათი ლოკაციაა ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი იმ დანარჩენ ცხრა პარკინგთან ერთად, რომლის გაკეთებაც მომდევნო წლებში იგეგმება.

 

„ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას.მიზეზი მარტივია - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.

 

ვიდეომიმართავში თბილისის მერობის კანდიდატმა „პანორამა თბილისისა“ და თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტების შესახებაცისაუბრა. მისი თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რაზეც 400 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება და 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვთარებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის.

 

კალაძემ ასევე დეზინფორმაცია უწოდა თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისებისშესახებოპონენტების კიდევ ერთ ბრალდებას. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება და გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე, ულამაზესი მწვანე სივრცის შექმნას, თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნებაავიდეს და განიტვირთოს.

 

„ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარებაპარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება. ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ,  ეს ძალიან საწყენია.  არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობაში შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 



რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...


მსგავსი სიახლეები

up