კახა კალაძე: „პიკის საათებში“, ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა

კახა კალაძე: „პიკის საათებში“, ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა შეინიშნება და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა

access_time2020-06-14 10:00:29

„პიკის საათებში“, დაახლოებთ 15 მარშრუტია, დილით და საღამოს საათებში, როდესაც შეინიშნება ავტობუსებში ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორშბათს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საკითხთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, შეზღუდვების თავიდან დაწესებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გამოიჩინოს სიფრთხილე.

„როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდები, არაა სასიამოვნო პირბადით გადაადგილება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ვინც სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა, გაუფრთხილდეს საკუთარ თავს, შვილებს, ოჯახს წევრებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.

არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ - „აუ რა მაგრები ვართ“ და „გამარჯვებულები ვართ“. არა მეგობრებო, ჩვენ გადავლახეთ და შევძელით ის, რომ ქვეყანაში არ განვითარდა მოვლენები ისე, როგორც ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში. ეს მოვახერხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დავამარცხეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



მისივე თქმით, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე რეაბილიტირებული პარკის გახსნა.

„დღეს მზიურის პარკის გახსნაა, მომავალში კიკვიძის პარკი ნაძალადევის რაიონში, რომელიც ასევე ძალიან მაგარი გამოვიდა, ფაქტობრივად დასრულებულია სამუშაოები და იქაც რამდენიმე დღეში გავხსნით ამ პარკს. ვაკის პარკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გლდანში ასევე, რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია იგეგმება.

გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითა და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ, ყველა ერთად. მარტო მერი, ან მერიის თანამშრომლები ვერაფერს ვერ გახდებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.





თეგები:
კალაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up