კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტს შეხვდა

კახა კალაძე პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის პრეზიდენტს შეხვდა

access_time2019-07-08 15:40:26

საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, პარიზის ტრანსპორტის მმართველი კომპანია RATP-ის ცენტრალურ ოფისს ესტუმრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



თბილისის მერი პარიზის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას გაეცნო და ყურადღება გაამახვილა ტრანსპორტის მართვის ინსტიტუციური მოდელის მნიშვნელობაზე.



კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული ფუნქციონირებისთვის, განახლებული ავტოპარკისა და საქალაქო ტრანსპორტზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის გარდა, უმნიშვნელოვანესია ტრანსპორტის მართვის მულტიმოდელური ჭკვიანი სისტემის დანერგვა.



„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ის გზა და პოლიტიკა, რომელიც გვაქვს არჩეული, სწორია და ზუსტად ვახორციელებთ იმ რეფორმას, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქშია გაკეთებული. ჩვენ დამატებით კიდევ მოვისმინეთ, რა შეიძლება გაკეთდეს თბილისში და რისი გაზიარება შეიძლება იმ დიდი გამოცდილებიდან, რომელიც ამ მიმართულებით პარიზს აქვს. რა თქმა უნდა, ფრანგულ კომპანია „სისტრასთან“ ერთად, რომელიც მუშაობს ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაზე, გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, რომელიც დღეს გაჟღერდა. დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და გამართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.



საქართველოს დედაქალაქის მერს მასპინძლობა კომპანია RATP-ის პრეზიდენტმა მატიე ვუაზენმა გაუწია.




„მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ თბილისის მერს და მის დელეგაციას. პარიზის რეგიონის ცენტრალური ავტოპარკი, სადაც ახლა ვიმყოფებით და საიდანაც იმართება ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია. ჩვენთან დაახლოებით, 1000-ზე მეტი მძღოლი მუშაობს, გვაქვს რამდენიმე ასეული ავტობუსი. ახლა ავტოფარეხი შეივსო ახალი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოს დაცვის მოთხოვნებს, თანდათან კი გადავდივართ ელექტროავტობუსებზე. ვფიქრობთ, საინტერესო შეხვედრა იყო და ჩვენს გამოცდილებას გაიზიარებს თბილისი“, - განაცხადა მატიე ვუაზენმა.



შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარიზის ავტოსატრანსპორტო ქსელისა და გარდამავალი ენერგეტიკის პროგრამის - „ავტობუსი 2025“ საქმიანობის პრეზენტაციები. საუბარი შეეხო თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, სამომავლო გეგმებს და საქმიანობის პრიორიტეტებს.



კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ამ მიმართულებით პარიზის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.



შეხვედრაზე მერი ასევე გაეცნო სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის მექანიზმებს, რაც შეიძლება მაგალითად გამოიყენოს საქართველომ.



ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძემ ელექტროავტობუსების პარკი და მცირე მექანიზმების სახელოსნო Championnet დაათვალიერა.



RATP-ის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრას ფრანგული კომპანია “სისტრას” წარმომადგენლები დაესწრნენ.









ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?

„სოკარს“ არ ვაწყენინოთ? - რატომ გადაიდო დიზელის საწვავზე „ევრო 5“-ის სტანდარტის ამოქმედება?
access_time2019-11-19 16:10:05
„აქ არ იყო მთავარი მხოლოდ ის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს და „სოკარს“ არ ვაწყენინოთ, აქ მნიშვნელოვანი სოციალურ ეკონომიკური ფაქტორი იკვეთება. „სოკარი“ ცალსახად არის მნიშვნელოვანი ინვესტორი და ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია, თუმცა ამით ეკოლოგიური მდგომარეობა არ უარესდება“, - ასე აფასებს  „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედების 2021 წლამდე გადავადებას. დიზელის ახალი „ევრო 5“ სტანდარტის...


მსგავსი სიახლეები

up