კახა კალაძე: „ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომის საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია“

კახა კალაძე: „ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომის საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია“

access_time2017-09-27 12:10:18

„საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა.

 

„1993 წლის 27 სექტემბერს კიდევ ერთი ცრემლიანი და სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. საქართველო იყო ყველა კუთხის სახლი - დაწყებული აფხაზეთით, დამთავრებული სამაჩაბლოთი. საუკუნეებია ერთი წინაპარი გვყავდა, ერთი მონარქია, ერთი სამშობლო გვქონდა. ის ოკუპაციაც და ძმათა მკვლელი ომიც საერთო იყო და ჩვენი საერთო ტკივილია. ვუსამძიმრებ ყველა დაღუპული ადამიანის ოჯახს, ახლობლებს. ეს არის თითოეული ჩვენგანის გულისტკივილი. მჯერა, რომ შევძლებთ დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო“, -აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული 13-თვიანი და 13-დღიანი ომი სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ათიათასზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 300 ათასამდე დევნილი კი, უსახლკაროდ დარჩა.



ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ
access_time2020-06-03 10:53:08
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ

რა გავლენა იქონია საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირების გადაწყვეტილებასა და ქცევაზე პანდემიამ
access_time2020-06-03 09:50:46
 უძრავი ქონების სერვისებისა და მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „არეა ჯგუფი“ კვლევას აქვეყნებს „უძრავი ქონების მომხმარებელთა მოლოდინებისა და ქცევის შესახებ COVID 19-ის გავრცელებამდე და მის შემდგომ“, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების 78%-ისთვის პანდემია შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.   რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა უძრავი ქონების შეძენით...

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა

ჯანდაცვის სამინისტრო ბიზნესის გახსნას აფერხებს - სახელმწიფო უწყებაში კომუნიკაციის პრობლემაა
access_time2020-06-03 11:10:07
„ვერ გავხსენი ობიექტი იმიტომ, რომ კეთილსინდისიერად ველოდები და მივყვები იმ ინსტრუქციებს, რაც იყო დაანონსებული“,- ამის შესახებ „კომერსანტს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განუცხადა. როგორც ირკვევა სასტუმრო/რესტორან „ტერასას“ მფლობელი ბიუროკრატიული პრობლემების გამო რესტორნის გარე სივრცეს ვერ ხსნის. სიდამონიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები შემოწმებაზე ამ დრომდე არ მისულან. ტურიზმის ეროვნული...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...


მსგავსი სიახლეები

up