ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, – ამის შესახებ თბილის მერმა კახა კალაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, რასაც საქართველო არასდროს შეეგუება.
„ჩვენი ქვეყნისთვის საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაილო ადამიანების გარდაცვალება, ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია ყველაზე დიდი ბოროტებაა, და ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკიუპაციას, უნდა ვებრძოლოთ განათლებით, ეკონომიკური განვითარებითა და წინსვლით. ჩვენ დაკარგულ ტერიტპერიებს აუცილებლად დავიბრუნებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
1tv