კახა კალაძე: მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობისა და მიმდებარე ტერიტორიების ტყე, რაც გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ  მდგომარეობას

კახა კალაძე: მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობისა და მიმდებარე ტერიტორიების ტყე, რაც გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას

access_time2020-10-15 16:30:23

მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. 



პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს.



ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სხვადასხვა პროექტის სახით, ასევე, შეჩერდა მწვანე სივრცეების ხარჯზე განაშენიანება.



„ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ: სკვერებისა და პარკების მოწყობა, განახლება და რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალი, საქალაქო პარკების მშენებლობა. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი შეიძლება მოსწონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობებიც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად“, - განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებას და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს“ მიმდინარე პროექტს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში 700 ჰექტარი გამწვანდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, ხოლო სამხრეთით ემიჯნება ოქროყანის დასახლებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტირება მოხდება, გარდა ამისა, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების პროექტების განხორციელება. ამ ყველაფრისთვის, როგორც ქალაქის მერმა და რიგითმა მოქალაქემ, მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობის და მიმდებარე ტერიტორიების ტყე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, არის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, თუმცა ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.




პროექტის მიზანია არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.



პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, მისი ლაბორატორიები და სპეციალისტები.



პრეზენტაციას საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.



პრეზენტაციის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა მთაწმინდის ფერდობზე, სიმბოლურად, ნერგები დარგეს.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-22 21:00:21
1. ბანკებზე თავდასხმის ქრონიკა საქართველოში   ბანკების ძარცვა ტექნოლოგიების ერაში ბევრს ყველაზე მოძველებულ კრიმინალურ აქტად მიაჩნევა, თუმცა ფინანსურ ინსტიტუტებზე შეიარაღებული თავდასხმა პლანეტის ერთერთ მთავარ გადაუჭრელ პრობლემად დღემდე რჩება....

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

22 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-22 18:10:25
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 22 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, კურსის ცვლილებამ 0.93 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი...

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა

Forbes: აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ს უჩივლა
access_time2020-10-22 20:00:48
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში ანტიმონოპოლური სარჩელი შეიტანა.   უწყების აზრით, კორპორაცია ონლაინ-ძიების ბაზარზე ხელოვნულ მონოპოლიას აჩენს.   Google არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 1 ტრლნ. დოლარია. ის თითქმის მონოპოლოსტია მილიარდობით ინტერნეტ-მომხმარებლისთვის, კომპანია ისეთ სერვისებს ფლობს, როგორც  Chrome,  YouTube, Google maps, Google translate და...

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები

უნდა გახსნას თუ არა საზღვრები საქართველომ - PMC RESEARCH-ის შეფასებები
access_time2020-10-22 17:30:00
2020 წლის სამ კვარტალში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 499 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს 81%-იანი დანაკლისია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. PMC Research-ის ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 94.2%-ით შემცირდა. აპრილის შემდეგ, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყოველ თვეში, მოგზაურების, ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 90%-ზე მეტად მცირდებოდა. კვლევაში მითითებულია, რომ COVID-19...

ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე

 ნოემბრის შუა რიცხვებში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს - გამყრელიძე
access_time2020-10-22 17:00:34
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ნოემბრის პროგნოზი ახლიდან გაკეთდება.   მისივე ინფორმაციით, აქამდე გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და ამ პიკის დროს დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა 4-5 ათას შემთხვევას მიაღწიოს.   „პროგნოზირება ძალიან უმადური რამ არის. არ არსებობს არც ერთი...


მსგავსი სიახლეები

up