კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

access_time2017-09-06 19:43:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი წარუდგინა.

 

მერობის კანდიდატმა ბესიკის ქუჩაზე მდებარე სკვერში შეკრებილ მოსახლეობას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

კალაძის განცხადებით, ქალაქის მერის პასუხისმგებლობა და ის პრობლემები, რომელიც დასაძლევია, კარგად აქვს გაცნობიერებული.  

 

„ჩვენ წარმოვადგინეთ ის ხედვები, თუ რა გაკეთდება მომდევნო ოთხ წელიწადში, თუმცა მომავალი დღეების განმავლობაში ვგეგმავთ, ძირეულად გავაცნოთ საზოგადოებას ის პროექტები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში განხორციელდება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსაწესრიგებელია ტრანსპორტი, ქაოტური განაშენიანება, უსახური შენობები - ეს ყველაფერი მოგვარებადია. ამ ყველაფერს სჭირდება ერთობა და ერთიანი ძალისხმევით, მათ მოგვარებას შევძლებთ“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

კახა კალაძის თქმით, გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან შეუდგება იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც მთაწმინდას და მთელ თბილისს აწუხებს.

 

„რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელისუფლო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩვენს გუნდთან ერთად, თქვენს მაჟორიტართან ერთად, პირველივე დღიდან ძირეულად დავიწყებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ რაიონს აქვს. ჩვენ ძველი თბილისის განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვს. ეს იქნება დამატებითი სტიმული - ახალი სიცოცხლე ძველი თბილისისთვის. კარგად ვიცი ავარიული სახლების პრობლემა, რომელიც თქვენს რაიონშია, კარგად ვიცი ის პრობლემები, რომელიც კომუნიკაციების მიმართულებით გაქვთ. ეს ყველაფერი გაკეთდება და ჩვენ ამას ერთობლივად აუცილებლად შევძლებთ. რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ თბილისი ძალიან მალე, ძალიან სწრაფად იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.


 

კახა კალაძემ ამომრჩეველს რამდენიმეწლიანი მხარდაჭერის გამო, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ გუნდი მხარდამჭერებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. 

 

„ჩვენ მივალთ ყველა რაიონში, ყველა უბანში, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ გავესაუბროთ თითოეულ თბილისელს, რათა ერთად გავიაზროთ თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი შეხვედრები როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონებში“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

 

შეხვედრაზე მისულ ამომრჩეველსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა ჯიშკარიანმაც გადაუხადა.

 

„მადლობა ჩემ გუნდს, რომელმაც ჩემდამი დიდი ნდობა კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ოთხი წლის განმავლობაში მეძლევა შესაძლებლობა, მთაწმინდაზე ვიზრუნო. უკვე ოთხი წელია მხარდამხარ მოვდივართ და თითოეული თქვენგანის პრობლემის გადაწყვეტაში ერთიანად ვართ ჩართული“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

 

მისი თქმით, უბნის პრობლემებს კარგად იცნობს და მათი მოგვარებისთვის კახა კალაძესთან და მის გუნდთან ერთად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც იზრუნებს. 

 

„ბედნიერი ვარ, რომ თბილისი არ არის პოლიტიკური დევნის ქალაქი და თქვენ მარტივად, ძალიან ღიად და გამჭვირვალედ შეგიძლიათ შეაფასოთ, თუ როგორი ოთხი წელი გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძესთან ერთად, სიცოცხლით სავსე ქალაქს ავაშენებთ“, - მიმართა მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარ მხარდამჭერებს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვეს და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up