კახა კალაძე - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, მეტი დასაქმებული გვყავდეს

კახა კალაძე - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, მეტი დასაქმებული გვყავდეს

access_time2017-10-04 22:21:10

ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ - მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. 


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

“ძალიან მიხარია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელი არის მოსული ამ შეხვედრაზე. ეს გასაგებიც არის, რადგან ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი, რის გაკეთებას ვაპირებთ, რა როგორ გვაქვს დაგეგმილი, რა პროექტები განხორციელდება. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია, შესაბამისად, ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შედგება შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან, მოიცავს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ქალაქში არის რაიონები, რომელსაც სჭირდება განვითარება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რაიონების, უბნების თანაბარი განვითარება. თბილისში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ რაიონში და საკუთარ უბანში. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება გენერალური გეგმის მიღება, რომელიც ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, შესაბამისად, აღკვეთავს ქაოტურ განაშენიანებას, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 


მისივე თქმით, ქაოტური განაშენიანების გარდა, მერად არჩევის შემდეგ, იზრუნებს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებასა და სოციალური საკითხების მოგვარებაზე. 

თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად ჩუღურეთის მოსახლეობას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში - გიორგი ვოლსკი და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი რიმა ბერაძე შეხვდნენ. 



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის, 217 მილიონი ევრო გამოუყო
access_time2020-09-23 10:30:22
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 217 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყო. სესხის ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების სრულ რეფინანსირებას ითვალისწინებს. არსებული ევროობლიგაციები კორპორაციამ  2016 წელს 5 წლის ვადით განათავსა და გრაფიკის მიხედვით იგი სრულად 2021 წლის აპრილში უნდა...

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე

ექიმი ვახტანგ ყიფიანი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარია - ლევან კობერიძე
access_time2020-09-23 14:40:33
„ექიმი ვახტანგ ყიფიანი  არის ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის პირადი პატიმარი - ასე  გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ვაკის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ექიმ ვახტანგ ყიფიანის პატიმრობას. კობერიძის განმარტებით ექიმი ვახტანგ ყიფიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. „მინდა  უბრალოდ კონცენტრაცია გავაკეთო ჩვენი კოლეგების კოლეგის ვახტანგ  ყიფიანის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით. თქვენ იცით ეს შემთხვევა, ბატონი ვახტანგი ბოლო...

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...


მსგავსი სიახლეები

up