კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა

კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა

access_time2018-05-16 21:55:40

თბილისის მერი კახა კალაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას შეხვდა. როგორც „კომერსანტს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი ძველი თბილისის რეაბილიტაციას, სატრანსპორტო სფეროსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეხო.

 

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, საცობების მართვის კუთხით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ტექდათვალიერების შემოღება, პარკირების სისტემის მოწესრიგება, ტაქსების სფეროს რეგულირება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება იგეგმება.

 

გარდა ამისა, თბილისის მერმა დელეგაციის წევრებს სამშენებლო სფეროს, საჯარო მმართველობისა და ღამის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ბანკი ამ შემადგენლობით, საქართველოში არასდროს ჩამოსულა და თბილისში ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციაპირველად იმყოფება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ძირითადად, ქალაქის განვითარებას ეხებოდა. გავაცანით პროექტები, რაც შემდეგი წლების განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. სასიხარულოა, რომ მათ ყველა მიმართულებით მხარდაჭერის სურვილი, ასევე,დაფინანსებისა და კონკრეტულ პროექტებში ჩართულობის თვალსაზრისით თანადგომა გამოთქვეს. მგონია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, რეალიზებას და იმ პოლიტიკების ხორცშესხმას შევძლებთ, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა წარმოდგენილი და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქს წაადგება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილიდა დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა დააფიქსირეს.

 

„ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. გავეცანით მერის ხედვას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ვხედავთ საქართველოს განვითარების პერსპექტივას, მაგრამ ასევე, ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომელიც თბილისის წინაშე არსებობს. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი მერთან და მან თავისი ხედვა გაგვაცნო", - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრმაკრისტინ ჰოგანმა.

 

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა.

 

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია თბილისში 14 მაისიდან იმყოფება. ეს საქართველოში მათი პირველი ვიზიტია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში, ბანკის 100-ზე მეტ პროექტში დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

 

 

 

 




საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი

HUB Georgia: მთავრობას უნდა ტექდათვალიერების ბაზარზე „ალდაგის“ სახელით თავად გახდეს მონოპოლისტი
person access_time2018-10-19 17:30:00
„ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა“, - სწორედ ასე შეაფასა ავტომანქანების ტექდათვალიერების (ტექნიკური ინსპექტირება) პროცესი HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა  ვასო ურუშაძემ. 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა ეტაპობრივად ავტომანქანების ტექდათვალიერება, თუმცა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან რეფორმის მესამე ეტაპი დაიწყო, დარგის სპეციალისტებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს პროცესების გაუმართაობაზე საუბარი.  მეტიც, ისინი რეფორმის ჩავარდნას...

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა
person access_time2018-10-19 16:30:33
2018 წლის 9 თვეში დედაქალაქში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა. რაც შეეხება ბოლო წლების სრულ მონაცემებს, ასე გამოიყურება: თბილისში...

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ

ხონის მუნიციპალიტეტში დამნაშავედ ცნობილი თანამდებობის პირები სამსახურებს უკანონოდ ინარჩუნებდნენ
person access_time2018-10-19 15:30:08
ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ,  — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებაში. არასამართავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების...


მსგავსი სიახლეები

up