კახა კალაძე - მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ

კახა კალაძე - მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ

access_time2021-09-16 13:30:00

შიდაკვარტალური და საუბნო გამწვანების განვითარებისთვის, მომდევნო წლიდან, შესაძლებელი გახდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ საკუთარის ეზოს გამწვანება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციისას განაცხადა.


როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, პროგრამა „გაამწვანე შენი უბანი“ მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება და ხელს შეუწყობს, როგორც მწვანე სივრცეების გაზრდას უბნებში, ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას.


„პროგრამის „გაამწვანე შენი უბანი“ მიხედვით დამატებით გამწვანდება ყველა ეზო. ეს არის ახალი საინტერესო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტულ უბნებსა და ეზოებში მცხოვრებ ადამიანებს თავად ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ეზოების გამწვანების, განახლების და ისინი ჩვენი მხრიდან წახალისებულები იქნებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.


როგორც მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ აღნიშნულ პროგრამაზე საუბრისას განმარტა, კორპუსების ეზოების გამწვანების ინიციატივა თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოვიდა და მას მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაუჭირა მხარი.


„ეს პროგრამა გამომდინარეობს იქიდან, რომ ძალიან ხშირია ადგილობრივი მოსახლეობისგან თხოცნა, რომ გამგეობამ ან მუნიციპალიტეტმა ნერგები აჩუქოს ან დაურგოს. ჩვენ მოვიფიქრეთ პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას. მუნიციპალიტეტისგან იქნება გამოყოფილი გარკვეული თანხები. მუნიციპალიტეტი შეიძენს გარკვეულ ნარგავებს და შემდეგ უკვე ამხანაგობა აიღებს თავის თავზე გამწვანების სამუშაოების ჩატარებას. შეიქმნება ფორმალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მინიმუმ 100 000 ნარგავის დარგვას შევძლებთ უბნებსა და ეზოებში. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროგრამა წარმატებული იქნება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციისას, მწვანე ქალაქის შექმნის მიზნით დაგეგმილ პროექტებს შორის მერობის კანდიდატმა ფონდ „ქართუ"-სთან ერთად 300 ჰა დეგრადირებული ტყის აღდგენაც დაასახელა და „ქართუს“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„მწვანე ქალაქის შექმნის მიზნით, დედაქალაქში დაირგვება, მინიმუმ, 300 000 ნარგავი. პარალელურად, მიმდინარეობს ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქალაქისთვის. ფიჭვების დიდი ნაწილი დაავადებული და გადამხმარია. თბილისის ტყე გაშენდება 300 ჰა ფართობზე. მინდა, საქველმოქმედო ფონდს მადლობა გადავუხადო იმ აღდგენითი სამუშაოებისთვის, რასაც მთაწმინდის ფერდზე ახორციელებენ. ჩვენ თანამონაწილეები ვიქნებით ამ პროცესის“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას თქმით, დედაქალაქში ტყის მასივების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გენგეგმამ შემოიღო ტყის ზონა და ამით შეაჩერა ტყის ხარჯზე მშენებლობების ადრე არსებული პრაქტიკა.


„მთაწმინდის გარდა, სადაც ფონდი „ქართუ“ გამწვანების ღონისძიბებს ახორციელებს, ჩვენ სხვა პრობლემურ ფერდებზეც შევალთ და ანალოგიურ სამუშაოებს ჩავატარებთ. ეს იქნება თბილისის ზღვის ფერდები, მახათას მთის ფერდი, ასევე ნუცუბიძის და ჯიქიას ფერდები. ჯამში 300 ჰა ტყე იქნება გაშენებული დამატებით. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, არცერთი ეზო და კვარტალი არ იყოს სკვერის გარეშე და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება 1000-ზე მეტი სკვერის მოწყობა გვაქვს დაგეგმილი. ასევე, საპილოტედ დავიწყეთ ბეტონის კუნძულების გადაკეთება საპილოტე კუნძულებად. მინიმუმ, 12 000 კვ მ. ფართობზე მოვაწყობთ დამატებით კუნძულებს. რაც მთავარია, ჩვენ 4 წელიწადში არ გვექნება დაავადებული ფიჭვების პრობლემა და აქტიურად დავიწყებთ ამ ხე-მცენარეების ჩანაცვლებას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up