კახა კალაძე -

კახა კალაძე - "მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება"

access_time2017-09-25 16:11:30

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე,აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევიმუშვებთ და განვახორციელებთ ახალ კონცეფციას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებების პრეზენტაციაზე.

 

 

ინკლუზიური ქალაქის კონცეფციაზე დეტალურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

 

 

იონათამიშვილის განცხადებით, კონცეფციის უმთავრესი მიზანი იქნება შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა,რისთვისაც აუცილებელიამათისაცხოვრებელი გარემოს შესწავლა, შეფასება და ინდივიდუალური ადაპტირების პროექტების განხორციელება.

 

 

მისივე თქმით, საფეხმავლო გზებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები, რითაც თანაბრად ისარგებლებენ, როგორც ეტლით მოსარგებლე პირები, ასევე უსინათლო, მხედველობის პრობლემისადა ქცევის დარღვევის მქონე პირები; მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების ადაპტირება კი უნივერსალური დაპროექტების პრინციპით მოხდება.

 

 

უმრავლესობის წევრმა ავტოპარკის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტობუსებში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის, ასევე, დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირების პროექტზე მუშაობა და მისი განხორციელება.

 

 

რაც შეეხება სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებას, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ბავშვს თავიდანვე ეძლეოდეს სწორი განვითარების საშუალება და იძენდეს ინკლუზიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილებას. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აღნიშნული კონცეფციიათბილისის საბავშვო ბაღებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განხორციელებასაც ითვალისწინებს, რისთვისაც სპეციალური პედაგოგები შესაბამისად მომზადდებიან.

 

 

„ინკლუზიური ქალაქის პროექტი საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ მერწმუნეთ, მნიშვნელოვანი წარმატებები გონივრული ამბიციის გარეშე არ განხორციელდება, მით უფრო, როცაეს თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე თითოელი პირისა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

 

 

 

 

 



არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
access_time2020-06-01 10:30:24
სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც. როგორც მან ფეისბუკის პირდაპირ ეთერში თქვა, მისი ტესტირების პასუხი დადებითია. მთავრობის მეთაურის თქმით, დაავადება კვლავ ასიმპტომურია. იგი გააგრძელებს მუშაობას პრემიერ მინისტრის რეზიდენციიდან. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი სომხეთში ლაბორატორიულად 9 282 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უშუალოდ კორონავირუსით 131 პირი გარდაიცვალა, თანმხლები...

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!

Mastercard-თან ერთად განვლილი 44 618 კილომეტრი. განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო პერსონალს!
access_time2020-06-01 09:30:16
COVID-19 პანდემიის დროს, Matercard-მა სამედიცინო პერსონალს მადლობა განსხვავებული ფორმით გადაუხადა: ...


მსგავსი სიახლეები

up