კახა კალაძე - მისასალმებელია, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანაა

კახა კალაძე - მისასალმებელია, რომ საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანაა

access_time2017-10-03 15:13:16

მისასალმებელია, რომ საქართველო OGP-ის („ღია მმართველობის პარტნიორობა“) თავმჯდომარე ქვეყანაა, ზოგადად გამჭვირვალობა, ღიაობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და OGP-ის საქართველოს სამდივნოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.



როგორც „კომერსანტს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, მერობის კანდიდატმა თეა წულუკიანს ხელმოწერილი „ღია მმართველობის ქვე-ეროვნული დეკლარაცია“ გადასცა.

 

მათივე ინფორმაციით, კახა კალაძე პირველია მერობის კანდიდატებიდან, რომელმაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.



როგორც პარტიაში განმარტავენ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა OGP-ის საქართველოს წარმომადგენლობასთან შეხვედრა მათი ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ ითხოვა. კახა კალაძემ მასპინძლებს, ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის წარმატებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ასევე, განიხილა, თუ როგორ უნდა დახვდეს საქართველოს დედაქალაქი ახლო მომავალში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს.

 

„მისასალმებელია, რომ საქართველო არის OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა. ზოგადად გამჭვირვალობა, ღიაობა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და ახლო მომავალში ამ მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამის პრეზენტაცია, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ თბილისის მერიაში“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 


მისივე განმარტებით, იგეგმება პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, რათა მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ საკუთარი რაიონის ბიუჯეტის დაგეგმვაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ჟურნალისტებთან კომენტარი ასევე გააკეთა OGP-ს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, კახა კალაძე მერობის პირველი კანდიდატი, რომელიც ამ დროისთვის მათ ეწვია.

 

„მას აქვს კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა გაიყვანოს დიდ მასშტაბზე 2016 წელს თბილისის მერიის მიერ დაწყებული ურთიერთობა „ღია მმარველობის პარტნიორობის“ ორგანიზაციასთან, რადგან თბილისი ამ დროიდან ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია, რომელიც ორგანიზაციას შეუერთდა პარიზთან ერთად“, - აღნიშნა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, OGP-ის საქართველოს სამდივნო მზადაა, სურვილის შემთხვევაში, კახი კალაძის მსგავსად, სხვა კანდიდატებსაც შეხვდეს და მათი ხედვები მოისმინოს.

 

როგორც პარტიაში განმარტავენ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრი ქალაქი თბილისი - ერთ-ერთი პირველი დედაქალაქია ორგანიზაციის 75 წევრი ქვეყნის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2016 წელს „ღია მმართველობის პარტნიორობას“ შეუერთდა და ვალდებულებები აიღო გამჭვირვალობის, სერვისების ხელმისაწვდომობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 19 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადმოიბარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო თავმჯდომარეობს ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც, დღეის მონაცემებით, 75 ქვეყანაა. OGP-ის მმართველ კომიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარმოადგენს. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას OGP-ის ფორმატში საერთაშორისო არენაზე.

 

 

 



ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება

„air georgia“ პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც „Wizzair“-ის და „ryanair“ - ის კონკურენტი იქნება
access_time2020-09-23 11:00:02
„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანია იწყებს ოპერირებას. პროექტი ბრიტანული და არაბული ინვესტიციით ხორციელდება. „air georgia“-ს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან გადამწყვეტ ფაზაშია. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი გიორგი კოდუა კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს რთული გამოწვევების პარალელურად ახალი შესაძლებლობები შეუქმნა.   „უპირობოდ გვაქვს შანსი, რომ...

უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს

უბანი წყალზე - როგორ აშენებს „არქი“ პრემიუმ კლასის პროექტს
access_time2020-09-23 10:00:08
„გსურთ შეიძინოთ ბინა, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა, არქი ფიჭვები თამარაშვილზე! 12 წლამდე განვადება შემოსავლების დადასტურების გარეშე! რეკრეაციული ზონა - 6,000 კვ.მ. საბავშვო და დასასვენებელი ზონა თანამედროვე დიზაინის ლობი ულამაზესი პანორამული ხედები ღია და დახურული ავტოსადგომი“, - ეს რეკლამა ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს შეხვედრია, რეკლამა რომელიც პოტენციურ მყიდველს თბილისის ცენტრალურ ნაწილში, პრემიუმ კლასის პროექტს სთავაზობს. „არქი ფიჭვების“...

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება

22 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-22 18:05:44
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი...


მსგავსი სიახლეები

up