კახა კალაძე: მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

კახა კალაძე: მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს

access_time2019-10-30 22:42:04

მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მიმდინარე პროექტების ზურგს უმაგრებს ახალგაზრდების დიდი არმია და თბილისის მოსახლეობა. მან მადლობა გადაუხადა თბილისელებს მხარდაჭერისთვის.



დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ორბელიანის მოედნის განვითარების კონცეფცია გააცნო.



პროექტის-„ქარავანი ორბელიანზე“ მიხედვით, განახლებული ორბელიანის მოედანი უნდა ჩამოყალიბდეს მდგრადი განვითარების, მომავალზე ორიენტირებულ, სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ, სადაც თავს მოიყრის ინოვაციები, ტექნოლოგიური მიღწევები, გამოგონებები, განვითარდება სტარტაპ კულტურა და სამეწარმეო სულისკვეთება.




„გულს უხარია, როდესაც ვხედავ რეაბილიტირებულ ძველ თბილისს, თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ეს იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა ძველი თბილისის განვითარებას. სწორედ ეს პროექტი არის ერთ-ერთი ჩვენი დანაპირები. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო აქ. ჩვენი გუნდის, თითოეული ჩემი თანამშრომლის პრიორიტეტი გახლავთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია, მოწესრიგება, ძეგლების განახლება, რადგან ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. როგორც ორბელიანის მოედანი მოწესრიგდა, მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება სხვა კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი თბილისი ძალიან მალე იქნება ყველაზე ლამაზი, ყველაზე მოწესრიგებული, თავისი ისტორიული უბნებით, ქუჩებით, შენობა-ნაგებობებით“, -განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა საზოგადოებას ასევე წარუდგინა ყვავილებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ახალი სივრცე და საბავშვო მოედანი, რომლის მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა კომპანია „ტრიკოლორს“, ყვავილების ჯიხურების დიზაინის ავტორს, დოდო ჩხეიძეს და სხვა ჩართულ პირებს. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართულობას და მათ თანადგომას.



„ძალიან მიხარია, რომ ბევრ ახალგაზრდას ვხედავ დღევანდელ ღონისძიებაზე. ზოგადად, ახალგაზრდები ძალიან აქტიურობენ, ჩართული არიან ყველა იმ რეფორმაში, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მინდა ყველას ვუთხრა ერთი რამ - საქართველოს განვითარებას, თბილისის წინსვლას, თბილისის გაკეთილშობილებას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს და შეუშლის ხელს. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ახალგაზრდების ძალიან დიდი არმია, რომელსაც გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, გული შეტკივათ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



ახალი კონცეფცია პროექტის ავტორმა, კომპანია „ვინდფორსის“ დირექტორმა ვახტანგ ქავთარაძემ წარმოადგინა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ამ ეტაპზე გამოკვეთილია 7 ძირითადი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ორბელიანის მოედანი განვითარდება: აგრო-პროდუქტები; ღვინის შოურუმები; სტარტაპები და მათი პროდუქცია/სერვისები; ხარისხიანი საკვები პროდუქცია; გასართობი პროგრამები; შემეცნებითი პროგრამები და საბავშვო პროგრამები. აღნიშნული მიმართულებები ერთმანეთთან ინტეგრირებული იქნება, რაც პროექტს უნიკალურ მოვლენად აქცევს.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up