კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში

კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში

access_time2020-10-23 15:24:09

დედაქალაქის მერიამ საზოგადოებას ავტობუსების ახალი ქსელი წარუდგინა. პრეზენტაციის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრანსპორტო რეფორმაში ჩართულ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას - აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, საფრანგეთის და გერმანიის მთავრობებს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, ვინც ჩართულია სატრანსპორტო პოლიტიკაში და გვეხმარება, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო მოწესრიგებული და განვახორციელოთ ყველა ის პროექტი, რომელიც განვითარებულ, დიდ ქალაქებში არის მიღებული და უკვე განხორციელებული“, განაცხადა კახა კალაძემ.



დედაქალაქის მერის თქმით, სატრანსპორტო რეფორმა სრულად მოაგვარებს თბილისში ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.




„რა თქმა უნდა, მეამაყება როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენი ქალაქიც უერთდება იმ დიდი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური პრობლემები სწორედ ასეთი პროექტების განხორციელებით მოგვარდა. რაც შეეხება ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკას, ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა, მე საზოგადოებას წარვუდგინე შვიდი პოლიტიკა, რომელიც იქნებოდა პრიორიტეტი ჩვენი გუნდისთვის. ეს იყო ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა იყო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ შვიდი პოლიტიკიდან იყო სატრანსპორტო პოლიტიკა და როდესაც მოგვეცა უფლებამოსილება, პირველივე დღიდან შევუდექით მუშაობას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ახალი ავტობუსების შემოყვანა, მიკროავტობუსების მოწესრიგება და ახალი ავტობუსების შემოყვანა, ინფრასტრუქტურული პროექტები, ავტობუსის ზოლების გაჩენა ქალაქში, იმისთვის, რომ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა ყველაზე სწრაფად, დაბრკოლების გარეშე შეძლონ გადაადგილება. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი, შესაბამისად, ამ მიმართულების მოწესრიგება იყო ჩვენი დანაპირები და ჩვენ თანმიმდევრულად ვასრულებთ მას ამ რეფორმის განხორციელებით. მიკროავტობუსი თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ავტობუსთან და მეტროსთან. მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კომფორტული უნდა იყოს მგზავრობა და უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დღეს გვაქვს უბნები, რაიონები, ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს ან თუ მოძრაობს, ძალიან დიდხანს ლოდინი უწევს მგზავრს, სანამ ავტობუსი ან მიკროავტობუსი გამოივლის. ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და მოწესრიგებული. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up