თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი დროებით შეჩერდება, მათ შორის, გადაიდება მიკროავტობუსების შესყიდვის პროცესი.
„რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანამოგვიწევს. სამწუხაროდ, მოგვიწევს ბევრ პროექტზე ვთქვათ უარი, იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოშიხდება. არაერთი მნიშნელოვანი და მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო დაანონსებული, დროებით შეჩერდება, რადგან პრიორიტეტები დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეცვლილია. შესაბამისად, მიკროავტობუსების ტენდერი, რომელიც 13 მარტს გამოცხადდა, შეჩერებულიიქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს