კახა კალაძე - მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ვმუშაობთ, რომ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესდეს

კახა კალაძე - მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ვმუშაობთ, რომ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესდეს

access_time2020-02-26 12:00:53

მიკროავტობუსები სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის განმარტებით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის.


„რა კეთდება ამისთვის ? თუნდაც ავტობუსების ჩანაცვლება. თქვენ იცით, ყვითელი ავტობუსები როგორ სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და პრობლემაა ასევე გამონაბოლქვის თვალსაზრისით. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, ესეც სერიოზული პრობლემაა გამონაბოლქვის თვალსაზრისით და ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, პირდაპირ აისახება არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით ჩვენ ერთი წლის წინ პარლამენტში წარვადგინეთ კონკრეტული კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასთან და ასეთი მასალების შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან დღემდე კანონდარღვევის 415 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე იყო. დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა ძალიან ეფექტურად იმუშავა.



„სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კონტრაქტორებიც არღვევდნენ კანონს, შეიძლება ბევრი არა, მაგრამ შეგვხვედრია ქალაქში, როდესაც ქვის დამუშავება მიმდინარეობს ღია წესით, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, დგას ბუღი, მტვერი, სრული კატასტროფა. შესაბამისად, ძალიან ბევრი ასეთი კომპანიაა დაჯარიმებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას ხელს უწყობს მულჩირება. ალბათ, ყველას შეგვხვედრია გზაგამყოფები, რომელიც დაბეტონებული იყო და შემდეგ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მოგვეწესრიგებინა, გაგვემწვანებინა. დააკვირდებით, ალბათ, რომ საფარზე არის წითელი მულჩი, რომელიც, პირველ რიგში, ხელს უწყობს ნიადაგის განოყიერებას და ასევე გვიცავს მტვრისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტვერი იყოს დედაქალაქში. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის საკმარისი.“- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up