კახა კალაძე - მეტროსადგურ „გოცირიძის“ სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა

კახა კალაძე - მეტროსადგურ „გოცირიძის“ სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა

access_time2022-08-11 20:00:00

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ გოცირიძის გახსნის თარიღმა რამდენიმე კვირით გადაიწია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა.


„რაც შეეხება მეტროსადგურ „გოცირიძეს“, ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე მომიწია განმარტებების გაკეთება. პროექტი თავიდან რაც იყო გათვალისწინებული, სამუშაოების განხორციელების დროს ძალიან დიდი პრობლემა გამოიკვეთა, ბაქანი რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და მოგვიწია არსებული ბაქნის მთლიანად დაშლა და ახალი პროექტის განხორციელება. სამუშაოები 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრებულიყო, თუმცა კომპანიამ რამდენიმე კვირით მოითხოვა ვადის გადაწევა. ჩვენ ამას დავთანხმდით, იმიტომ, რომ სამუშაოები ბოლოშია მიყვანილი და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას და ადამიანებს მოემსახუროს„,-განაცხადა კალაძემ



მისი თქმით, უახლოეს მომავალში ასევე დაიწყება მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაციაც. თუმცა, თბილისის მერს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. „უახლოეს მომავალში, როდესაც ამასთან დაკავშირებით მზაობა იქნება და პროექტი გვექნება, ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.


ipn.ge 




ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს
access_time2022-09-30 14:40:24
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი...

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...


მსგავსი სიახლეები

up