კახა კალაძე - მეტროს ვაგონების შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი, ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავლში გვეცოდინება

კახა კალაძე - მეტროს ვაგონების შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი, ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავლში გვეცოდინება

access_time2020-04-28 20:10:00

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია და ვაგონების შესყიდვა დაგეგმილია. როგორც კახა კალაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

 

„რაც შეეხება ინფრაქსტრუქტურულ პროექტებს, ხედავთ ყველა იმ პროექტის განხორციელების დროს, სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ და ქუჩების განახლებას ვაწარმოებთ, ველობილიკები ყველგან გათვალისწინებულია, როგორც ეს განვითარებულ ქალაქებსა და ქვეყნებშია.

 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დაწყებული გვაქვს ახალი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა, ასევე მეტროს რეაბილიტაცია.

 

პარალელურად, ასევე მეტროს ვაგონების შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავლში გვეცოდინება, თუ ვინ არის გამარჯვებული კომპანია.


 

ასევე, მერიის პროექტი არ იყო, თუმცა ჩვენ ვმონაწილეობთ და გუშინ წარმოვადგინეთ ელექტროსკუტერების შემოყვანა. ვმონაწილეობთ იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში, სხვადასხვა რაიონში კონკრეტული ადგილებია გამოყოფილი, სადაც შესაძლებელია ელექტროსკუტერები განთავსდეს. ეს მართლაც ძალიან მიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. ალბათ, ბევრი ვყოფილვართ უცხოეთში და ყველა დიდ ქალაქში არის ასეთი ელექტროსკუტერი“, - განაცხადა კალაძემ.

 

კითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის ის, თბილისის მერმა უპასუხა:

 

„საქართველოში 2,5-ჯერ იაფია, ევროპის ფასებს რომ შევადაროთ, თუმცა ერთი განმარტება მინდა გავაკეთო: ცხადია, ეს არ იქნება ის ტრანსპორტი, რომელსაც ყველა ასაკის და ყველა ადამიანი მოიხმარს, მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, როგორც მაგალითად, არის ადამიანების კატეგორია, ვინც მეტროთი, ტაქსით, ან ავტობუსით გადაადგილდება. განსხვავებული მიდგომებია, ზოგს მოსწონს, ზოგს-არა. ჩვენ ასევე ვაპირებდით ველოსიპედების შემოყვანას, თუმცა დღევანდლელი რეალობიდან გამომდინარე, შესყიდვა გადაიწევს და ცოტა მოგვიანებით განვახორცეიელბთ ამას. საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მრავალფეროვნებისთვის კეთდება. ეს წაადგება ჩვენს ქალაქსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს“, - განაცხადა კალაძემ.

 

ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up