კახა კალაძე - „მჯერა, რომ ჩვენ ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ“

კახა კალაძე - „მჯერა, რომ ჩვენ ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ“

access_time2020-10-30 22:01:44

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გვსურს, გლდანს და გლდანელებს წარვუდგინოთ ადამიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენს ინტერესებს დაიცავს. მინდა, გავიხსენო ის წლები, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ და მესმის, რატომაც. ისინი ცდილობენ, ჩვენც და საზოგადოებას, როგორმე დაავიწყონ ის ცხრაწლიანი პერიოდი, რაც ქვეყანაში იყო, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე არიან, ამის უფლება არ უნდა მივცეთ“  – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ბევრი უნდა ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ პარალელებისთვის და შედარებისთვის აუცილებელია, ვისაუბროთ, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში. კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მათი ახლობლებისა და ნათესავების მიმართ. ასევე, რა მდგომარეობა იყო და როგორ უსწორდებოდნენ ბიზნესს, როგორ ათავისუფლებდნენ ხალხს სამსახურიდან, თუ ისინი მათ პოლიტიკურ ხედვებს არ იზიარებდნენ.

საბედნიეროდ, მოვახერხეთ და ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის უფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. დღეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან, არ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ასევე, მახსოვს, რა ხდებოდა ჯანდაცვის მიმართულებით. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა.

ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იყო მიტოვებული სოფლის მეურნეობის მიმართულება. აქაც, გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა - ძალიან ბევრი, ასი ათასობით ჰექტარი დამუშავებული მიწა, მნიშვნელოვანი პროგრამები, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, მიგვეწოდებინა ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი გავაჩინოთ.

არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო თბილისში განხორციელებულ პროექტებზე და არ ვისაუბრო გლდანზე, რადგან გლდანთან ჩემი ემოციური დამოკიდებულება გამაჩნია. იცით, რომ სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე და 13 წლის ასაკში თბილისში გადმოვედი. მამიდასთან ვცხოვრობდი, გლდანის მესამე მიკრორაიონში. მეამაყება, რომ დღეს აქ ვხედავ ჩემს თანამებრძოლებს - ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჩემი ახალგაზრდობა გავატარე. გლდანს უკავშირდება ჩემი წარმატება, ასევე, ყველაფერი კარგი, რაც მახსოვს იმ ბნელ 90-იან წლებში, რომელიც შავ ლაქასავით არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.


მე, როგორც ქალაქის მერმა, რით შემიძლია ეს სიკეთე გადავუხადო გლდანს და გლდანელებს?! რა თქმა უნდა, ჩემი შრომით, იმ პროექტებით, რომელსაც გლდანის რაიონში ვახორციელებთ. მეამაყება ყველაფერი ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება, პარკების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, ყველა ის პრობლემური ქუჩა, რომელიც დედაქალაქში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ ამას არ გავურბივართ. მჯერა, რომ ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა აქვს, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას, ეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“.

მჯერა, რომ ჩვენ ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარის ან პარტიის გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება! ეს იმ წარმატებების, იმ მშვიდობისა და სტაბილურობის გაგრძელება იქნება, რაც „ქართულმა ოცნება“ ამ რვა წლის განმავლობაში მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ხვალ ჩვენ, ყველა ერთად, მთელი საქართველო ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სჭირდება!“ - განაცხადა კახა კალაძემ.





ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up