კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს

კახა კალაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებას „სიცრუეს და ჭორაობას“ უწოდებს

access_time2019-09-16 16:22:35

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭორაობას უწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.


როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის ინტერესი, ყოველთვის დაცული იქნება და "თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა".


„რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი პროექტის განხორციელება, როგორიც ანაკლიის პროექტია. ჩვენ ვიცით, რომ არის კერძო ინვესტიცია, მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, არ გამოვა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ხარჯით და სახელმწიფოს გარანტიებით განახორციელოს. მაშინ მე, თქვენ, თითოეულ ადამიანს ზოგადად, შეუძლია მსგავსი მიდგომებით, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები, განახორციელონ ნებისმიერი პროექტი - არა მხოლოდ ანაკლიის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. ამიტომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული. თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გაჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება", - განაცხადა კალაძემ.




როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლას მიესალმება, თუმცა საჭიროა, ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჭორაობის ნაცვლად, საქმეზე და უკეთესის კეთებაზე ისაუბრონ.



„ზოგადად, მივესალმები პოლიტიკაში ახალ სახეებს. ხალხსაც რომ გამოვკითხოთ, ჰკითხოთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ყველა დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკური სახეებით. საჭიროა სიახლე, ახალი ენერგია, ახალი სისხლი. ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდიან ადამიანები პოლიტიკაში, თუნდაც, ბატონი ხაზარაძის სახით, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიტრიალოთ ისევ ერთი და იგივე წრეზე - სიცრუით, ჭორაობით, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. თუ მათ სურთ პოლიტიკაში შემოსვლა, მოდით, ვისაუბროთ საქმეზე - რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს, რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რა უნდა გამოსწორდეს. ამას ვისურვებდი მე, ასეთი პოლიტიკური პარტიების ყოფნას", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up