კახა კალაძე - მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა

კახა კალაძე - მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნება თბილისში ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა

access_time2018-12-10 18:50:43

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ველოსიპედების გაქირავების სერვისის დანერგვა დედაქალაქისთვის საინტერესო პროექტი იქნება.


როგორც მან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ე.წ. ქარშერინგი, რომელიც ევროპის ბევრ ქალაქშია განვითარებული, საკმაოდ იაფი და კომფორტულია და მისი მომსახურებით თავადაც ხშირად სარგებლობს.


„ყველა განვითარებულ, თანამედროვე ქალაქში არის ე.წ. ქარშერინგი, სადაც ავტომობილის იჯარით აღებაა შესაძლებელი. ასევე, არის ველოსიპედების, ელექტროველოსიპედების გაქირავებაც. საკმაოდ საინტერესოა და ბევრი ადამიანი, მათ შორის, მეც ვსარგებლობ, როდესაც ევროპულ ქალაქებში ვიმყოფები. ეს სერვისი კომფორტული და იაფია და მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა ველოსიპედების მიმართულება. მაინტერესებს საზოგადოების აზრი, რამდენად საინტერესო იქნებოდა თბილისში ანალოგიური სერვისის დანერგვა. თუ კერძო სექტორი დაინტერესდება და ისინი განახორციელებენ ამ პროექტს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა თვალსაჩინოებისთვის მსგავსი დანიშნულების ველოსიპედიც​ წარადგინა. კახა კალაძის განმარტებით, მისი მოხმარება შესაძლებელია მხოლოდ დარეგისტრირების, სპეციალური აპლიკაციის გადმოწერისა და აბონემენტის შეძენის, ან ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ; ველოსიპედს აქვს სპეციალური ჩამკეტი, რომელიც მხოლოდ ტელეფონში გადმოწერილი სპეციალური აპლიკაციის შეხებით იხსნება; სარგებლობის შემდეგ, ველოსიპედის დატოვება ნებისმიერ ადგილზე, პარკირების გარეშეა შესაძლებელი; ველოსიპედის გადაადგილება GPS-ის​ საშუალებით კონტროლდება.


თბილისის მერის თქმით, მერიის მიერ განხორციელებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში, სადაც ამის შესაძლებლობა იყო, ველობილიკების მოწყობა გათვალისწინებულია.






„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up