კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

access_time2019-05-10 16:17:33

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოსტავას ქ. N71-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ გააცნო.



კოსტავას N71-ში გამგეობამ ათი ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და მის ნაცვლად, გამწვანებული ტერიტორია მოაწყო. დაინტერესებული საზოგადოებისთვის სკვერის პირვანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოებიც იყო წარმოდგენილი.




„სპორტის სასახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, სადაც ავტოფარეხები იდგა, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სკვერებს და სპორტულ მოედნებს მოვაწყობდით. ამ შემთხვევაშიც, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და უსახური ავტოფარეხები ავიღეთ. მათ ადგილას მოეწყო სკვერი, სადაც ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქის სხვა მცხოვრებლებიც დაისვენებენ. ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველთვის ასეთი მიდგომა გვექნება, როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება და გამგეობა ან მერია მსგავს სივრცეებს მოაწყობს“, - განაცხადა თბილისის მერმა.



პროექტის შედეგად, 2 000 კვ.მ ფართობზე საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და LED განათების სისტემა მოეწყო. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია ცოცხალი ღობით შემოისაზღვრა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, 16 სახეობის 800-მდე მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა.



საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები კომპანია „გრინსერვის+“-მა აწარმოა. პროექტის ღირებულება 293 661 ლარს შეადგენს.





კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up