კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, 2019 წლის 19 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა ზემო ფონიჭალაში მდებარე 17 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა შპს "პერსპექტივამ", რომელიც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს გადასცემს 4 000 კვ.მ ფართს, თეთრი კარკასის მდგომარეობით. პროექტის ფარგლებში 55 ოჯახი (კოოპერატივის ყოფილი წევრი) დაკმაყოფილდება.