კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1500-მდე ოჯახი დაკმაყოფილებულია, ხოლო 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები დაუკანონდა

კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 1500-მდე ოჯახი დაკმაყოფილებულია, ხოლო 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები დაუკანონდა

access_time2021-01-27 13:30:00

საკუთრების დაკანონებისა და კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მერიის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ დაახლოებით 1400-მდე პირს ათწლეულების განმავლობაში საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონა.



„მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა დაკანონების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. ესეც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ათეული წლებია კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მისი დაკანონება ვერ მოახერხეს. ჩემი მერობის პერიოდში 1400-მდე პირს კუთვნილი ფართები ერთ ლარად გადავეცით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ მიწა მიიტაცოს და შემდეგ მისი დაკანონება მოითხოვოს. ამას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რითაც დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართოს ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და მიიღებს სრულ ინფორმაციას, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეძლოს კონკრეტული ფართის დაკანონება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




თბილისის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების მიმართ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.



როდესაც მე ამირჩიეს და ჩვენ შევუდექით საქმიანობას დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. დაახლოებით, 3000-მდე დაზარალებული ოჯახს ჰქონდა ეს პრობლემა. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ოჯახები წლების განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ, თუმცა, მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამასთან მიმართებით და დღეს უკვე დაკმაყოფილებული გვყავს 1500-მდე ოჯახი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ინვესტორთან შეთანხმებით. ჩვენი სამსახურების ჩართულობით ზედამხედველობას ვუწევთ, რომ ამ ადამიანების კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილება მოხდეს. დარჩენილ 1500 ოჯახს კი ვაძლევ პირობას, რომ მათი ეს პრობლემა მათაც მალე მოუგვარდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up