კახა კალაძე: კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი

კახა კალაძე: კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი

access_time2020-09-20 19:20:17

დღეს, ქართული ოცნების გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატს წარგმოგიდგენთ, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება და ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მზრუნველი და ეფექტური გუნდი.ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. „ქართული ოცნება პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი და შესაძლებლობები გააჩნია. კახა კალაძე

წლების განმავლობაში, უამრავი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას, მუდმივად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რაც მთავარია, სახელმწიფო გვერდში უდგას მოქალაქეს, რათა ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით, რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, გაჩნდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და მოქალაქეების შემოსავალმა და კეთილდღეობამ მოიმატოს. ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათ შორის უმთავრესია ოკუპაცია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აწუხებს. ჩვენი ვალია, ეს პრობლემები მშვიდობიანად, გონივრულად, განათლებითა და ყოველდღიური შრომით გადავჭრათ. -განაცხადა თბილისის მერმა

„ქართული ოცნების გუნდი მზად არის, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ყველა პრობლემა თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით მოაგვაროს. დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს, როდესაც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და გავაკეთებთ სწორ არჩევას. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თქვენი თანადგომით ჩვენ შევძლებთ პირველივე ტურში წარმატების მიღწევას. ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონები, ქალაქები, სოფლად მცხოვრები ადამიანები.  განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბაღდათში, ბეჟან წაქაძის წარდგენაზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up