კახა კალაძე - „KfW მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს“

კახა კალაძე - „KfW მზად არის თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ინვესტიციები განახორციელოს“

access_time2017-11-01 15:39:51

თბილისის მერობის არჩეული კანდიდატი კახა კალაძე, საარჩევნო შტაბში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, კლაუს ვეიგელს და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

როგორც კომერსანტს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე კალაძემ ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელობას თბილისში დაგეგმილი ის პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელებას მომდევნო წლების განმავლობაში გეგმავს. KfW-ის წარმომადგენლები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ და ფინანსური დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.


როგორც მერობის კანდიდატმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი სურვილია მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასა და ქალაქისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდის მიმართულებით პროექტების დაფინანსებაში.

 

„როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი, ჩვენმა გუნდმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლებლობა აქვს დააყენოს მზის ენერგიის პანელებიან ქარის მცირე სიმძლავრის სადგური. შედეგად, გამოიმუშავოს ელექტროენერგია, რომელსაც თავად მოიხმარს, ზედმეტ ენერგიას კი სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდის, - აღნიშნა კალაძემ და განმარტა, რომ ბანკის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებითაც გამოთქვეს მხარდაჭერა, რათა ქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელება შესაძლებელი გახდეს.

 


რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერობის კანდიდატის თქმით, ბანკი მზად არის გამოყოს თანხები, როგორც ავტობუსების განახლებისთვის, ასევე, მეტროს რეაბილიტაციისთვის.

 

„კონკრეტულ პროექტებზეკონკრეტული გადაწყვეტილებები კი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კონსულტაციების გავლის შემდეგ იქნება მიღებული, - განაცხადა კალაძემ.







 



კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up